სტეფანის კვინტეტი

დღევანდელ სურათზე წარმოდგენილია ყველაზე პირველად აღმოჩენილი კომპაქტური გალაქტიკური ჯგუფი – სტეფანეს კვინტეტი. გამოსახულება შედგენილია ”ჰაბლის მემკვიდრეობის” სახელით ცნობილი მონაცემებით. ეს ჯგუფი დედამიწიდან 300 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. ხუთიდან მხოლოდ ოთხი მდებარეობს სინამდვილეში ერთმანეთთან ახლოს. ზედმეტი გალაქტიკის შემჩნევა არ არის ძნელი.