ოთხი ფუნდამენტური ურთიერთქმედებიდან ერთ-ერთი. ელემენტარულ ნაწილაკებს შორის მოქმედი სუსტი ურთიერთქმედება(ს.უ.) გაცილებით სუსტია ელექტრომაგნიტურზე, თუმცა გაცილებით ძლიერი გრავიტაციულზე. ოთხმოციან წლებში დადგინდა, რომ ს.უ. და ელექტრომგნიტური ურთიერთქმედება ერთიანი ელექტროსუსტი ურთიერთქმედების განსხვავებული გამოვლინებაა.