სიტყვა ”კვანტი” ლათინურიდან მოდის quantum(რამდენი, რამდენად ბევრი) და ინგლისურიდან quantum(რაოდენობა, პორცია, კვანტი). ”მექანიკა” იმთავითვე მატერიის მოძრაობის შემსწავლელ მეცნიერებას აღნიშნავდა. შესაბამისად, ”კვანტური მექანიკა” პორციებად მოძრავ მატერიას სწავლობს(ან დაკვანტული მატერიის მოძრაობას). ტერმინი ”კვანტი” ხმარებაში გერმანელმა მეცნიერმა მაქს პლანკმა შემოიტანა, სინათლის(1), ატომებზე ზემოქმედების აღსაწერად.