ინტერნეტში გამოქვეყნადა მთვარის უხილავი მხარის ყველაზე დეტალური გამოსახულება. გამოსახულება შედგენილია იმ უამრავი ფოტოების საშუალებით, რომლებიც ნასას ზონდმა LRO-ომ გადაიღო. დღევანდელი ფოტოს გარჩევადობის შესაძლებლობა არ არის მაქსიმალური – მთვარის ზოგიერთი მონაკვეთი ადრე უფრო დეტალურად იქნა გადაღებული. თუმცა მთვარის მეორე მხრის ასეთი ზუსტი გამოსახულება მეცნიერებმა პირველად გააკეთეს. ზოგიერთი ცალკეული კადრი გადაიღეს LRO-ს სპეციალური ფართო კუთხიანი კამერით (Wide Angle Camera).