ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ლუტეცია პლანეტოშენადედს წარმოადგენს – ობიექტს, რომლებისგანაც შორეულ წარსულში პლანეტები ფორმირდებოდნენ. ამის შესახებ ერთბაშად სამი სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Science-ში. მოკლედ კი ამის შესახებ ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA)ს ოფიციალური გვერდი წერს.