დიდი ადრონული კოლაიდერი. ”დიდი” თავისი ზომების გამო(სიგრძით 27 კმ), ”ადრონული”- იმიტომ რომ მძიმე ნაწილაკებს აჩქარებს, ადრონებს (ანუ ნაწილაკებს, რომლებიც კვარკებისგან შედგებიან), ”კოლაიდერი”— იმიტომ რომ ეს ნაწილაკები აჩქარდებიან ორ კონად, ცირკულირებენ საწინააღმდეგო მიმართულებებით და სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე ერთმანეთს ეჯახებიან.