დნმ-ის არამიწიერი ნაწილები მეტეორიტებში

ახალი აღმოჩენა ამტკიცებს ვარაუდს იმის შესახებ, რომ ქიმიურ პროცესებს ასტეროიდებსა და კომეტებს შიგნით შეუძლიათ წარმოქმნან ძირითადი ბიოლოგიური მოლეკულების „სააღმშენებლო მასალები“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შორეულ წარსულში დედამიწაზე ჩამოცვენილ კოსმოსურ ობიექტებს შეეძლოთ ეთამაშათ მნიშვნელოვანი როლი სიცოცხლის ჩასახვაში, რასაც მეცნიერები აქამდეც ვარაუდობდნენ.