კოსმოსური ”სიმები” – ეს არის ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავთშორის სივრცეებში განაწილებული გაზი. უცნაურია, რომ ყველა ასეთი ძაფი ერთნაირი სიგანისაა, რაც მათი ფორმირების საიდუმლოს ამოხსნის გასაღებია. ეს ძაფები უზარმაზარი ზომისაა, ათეულობით სინათლის წლის, ხოლო მათ გასწვრივ, ყველაზე შესქელებულ ადგილებში, ვარსკვლავური გროვები იმყოფებიან. ერთი ასეთი გროვა არწივის თნავარსკვლავედში ასემდე ახალგაზრდა ვარსკვლავს შეიცავს.