ჰიპერსავსე მთვარეობა

2011 წლის 19 მარტს(22:15) მოხდება საკმაოდ იშვიათი ორი ასტრონომული მოვლენის ერთმანეთთან დამთხვევა: სავსემთავრეობა და მთვარის გავლა თავისი ორბიტის დედამიწასთან უახლოეს წერტილში. ბოლოს ასეთი მოვლენა 18 წლის წინ მოხდა – 1983 წლის 28 მარტს. მთვარის ორბიტას აქვს ელიფსის ფორმა, ამიტომ ხილული კუთხური ზომა დედამიწასთან უახლოეს წერტილში 14%-ით მეტია ზომაზე, რომელიც უშორეს წერტილში ყოფნის დროს შეიმჩნევა.