კოსმოსურმა გამა-ტელესკოპმა – ”სვიფტი”(Swift-სწრაფი), საიუბილეო მეათასე გამა-ანთბა(GRB) დაარეგისტრირა.ასეთი მოვლენები განსაკუთრებულად მძლავრი გამა-გამოსხივების წყაროა, რომელიც სამყაროს ყველაზე უფრო მაღალენერგული პროცესების გამოვლინებას წარმოადგენს, მაგალითად, ზეახლების აფეთქება და შავი ხვრელების წარმოქმნა. წუთზე მცირე ხანგრძლივობის გამა-ანთებები საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, ხდება რამდენიმე დღიანი პერიოდებით, სამყაროს სრულიად შემთხვევით წერტილებში. თუ ასტრონომებმა დაკვირვება მოასწრეს, მათ ხელში მაღალენერგიული მოვლენების შესახებ ინფორმაციის დიდი მოცულობა ხვდება.
მეათასე ანთება, 2015 წლის 27 ოქტომბერს იქნა დაფიქისრებული. GRB 151027B სახელად წოდებული მოვლენა, ერიდანუსის თანავარსკვლავედის მიმართულებით მოხდა. ანთების ადგილის ავტომატური განსაზღვრის სისტემამ თავისი საქმე გააკეთა და მისი კოორდინატები მსოფლიოს ყველა ასტრონომს გადასცა, რომლებმაც ის, ყველაზე უფრო მაღალი მგრძნობელობის რენტგენის, ულტრაიისფერსა და ოპტიკურ დიაპაზონებში მომუშავე ტელსკოპებით შეისწავლეს.
გამა-ანთებათა 90%, მათ შორის GRB 151027B, ორ წამზე მეტ ხანს გრძედლება, რაც მეცნიერთა აზრით, ზემასიური ვარსკვლავების აფეთქებასა და შავ ხვრელად გადაქცევას უნდა უკავშირდებოდეს. კატაკლიზმის ადგილთან ახლოს, მომაკვდავი ვარსკვლავის მიერ გამოტყორცნილი მატერიის დიდი რაოდენობაა, რომელსაც წარმოქმნილი შავი ხვრელი მაღალი სისწრაფით იზიდავს, რაც ენერგიისა და მატერიის უძლიერესი ნაკადების გაჩენის მიზეზი ხდება.
გაცილებით იშვიათი, მოკლე გამა-ანთებების ხანგრძლივობა 2 წამზე მცირეა(წამის მეათასედიც კი). დაკვირვებებით დადგინდა, რომ ასეთი ანთებების დროს ხდება ნეიტრონული ვარსკვლავების ან შავი ხვრელების შერწყმა(ნეიტრონული ვარსკვლავები შავ ხვრელად გაერთიანდნენ; შავი ხვრელების შერწყმა).
მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში მუშაობს და მუშობას დაიწყებს ობსერვატორიები, რომელთა საშუალებითაც მეცნიერები გრავიტაციული ტალღების აღმოჩენას შეეცდებიან(Advanced LIGO გრავიტაციულ ტალღებზე ნადირობას აგრძელებს). ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიით ნაწინასწარმეტყველევი სამყაროს დრო-სივრცული ქსოვილის შემაშფოთებელი გრავიტაციული ტალღების წყაროებად, მასიური სხეულები და მათთან დაკავშირებული კატაკლიზმური პროცესები გვევლინება. ”სვიფტი” ამ საქმეშიც დაეხმარება მეცნიერებს, დააფიქსირებს რა რომელიმე მაღალენერგიული მოლენის ზუსტ კოორდინატებს.
კოსმოსური ტელესკოპი ”სვიფტი”, კოსმოსში 2004 წლის 20 სექტემბერს გაუშვეს. მისიაში NASA-ს, ბრიტანეთისა და იტალიის კოსმოსური სააგენტოების გარდა, სხვა ქვეყნების რამდენიმე ორგანიზაციაც მონაწილეობს(გამა-წვიმა კვაზარიდან; გამა-ანეთება).