ოცდარვა წლის წინ ჩვენი დროის ყველაზე ელვარე ზეახალი აინთო.ასტრონომები, მას იმის იმედით აკვირდებოდნენ, რომ ამ კატასტროფული აფეთქების „ნამსხვრევების“, აფეთქებამდე გამოფრქვეულ გაზებთან შეჯახებას დაინახავდნენ. ზეახლები – ვარსკვლავები, რომლებიც ევოლუციას აფეთქებით ასრულებენ, კოლაფსის, ანუ ცენტრისკენ შეკუმშვის დროს, მათი წიაღი მცირე ხნით წარმოუდგენელ ტემპერატურამდე ცხელდება. 1987 წელს ასტრონომებმა ზეახლის აფეთქება მაგელანის დიდ ნისლეულში დააფიქსირეს, ჩვენი გალაქტიკის თანამგზავრ ჯუჯა გალაქტიკაში. ზეახლის მიერ გამოსხივებული ნეიტრინოების შესწავლის მერე გაირკვა, რომ მისი წიაღი მცირე ხნით 200 მილიარდ(!!!) გრადუსამდე გაცხელდა.
ეს იყო ზეახლისგან გამოსხივებული ნეიტრინოების დაფიქსირების პირველი შემთხვევა. თანამედროვე წარმოდგენებით, ანთების დროს გამოყოფილი ენერგიის 99% ნეიტრინოებზე მოდის. სულ დაახლოებით 1058 ნეიტრინო გამოსიხვდა, სრული ენერგიით 1046 ჯოული. ნეიტრინული ანთება, რომელსაც გრავიტაციული ენერგიის ლომის წილი გამოჰქონდა, ვარსკვლავი წინამორბედის(ცისფერი ზეგიგანტი 17 მზის მასით) კოლაფსსა და მის ადგილზე ნეიტრონული ვარსკვლავის გაჩენას იუწყებოდა. არც ნეიტრონული ვარსკვლავი და არც შავი ხვრელი, აფეთქების ნარჩენის ცენტრში ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის(ვარსკვლავი ზეახლად აფეთქებაში გაქრა).
ნეიტრინოებმა და ანტინეიტრინოებმა, დედამიწამდე პრაქტიკულად ერთად მოაღწიეს(ნეიტრინული ობსერვატორია…), რაც ფარდობითობის ზოგადი თეორიის მტკიცებულებად იქცა იმის შესახებ, რომ გრავიტაცია, მატერიაზე და ანტიმატერიაზე ერთნაირად მოქმედებს(ანტინეიტრინო: რითი ჯობია მატერია ანტიმატერიას).
შეჯახების შედეგები კარგად ჩანს წარმოდგენილ ანიმაციაზე, რომელიც კოსმოსური ობსერვატორია „ჰაბლის“ მიერ, 1994-დან 2009 წლის ჩათვლით, გადაღებული ფოტოებითაა გაკეთებული. კარგად ჩანს მოძრავი დარტყმითი ტალღის შეჯახება უკვე არსებულ 1 სინათლის წლის სიგანის გაზურ-მტვროვან რგოლთან. შეჯახება დაახლოებით 60 მლნ.კმ/წმ. სიჩქარეზე მოხდა, ტალღამ რგოლის შემადგენელი ნივთიერებები ისე გააცხელა, რომ მათ ნათება დაიწყეს. ასტრონომები ამ შეჯახების შესწავლას აგრძელებენ, რაც SN 1987A-ს უჩვეულო რგოლების წარმოქმნის მექანიზმს ახდის ფარდას.
httpv://www.youtube.com/watch?v=P4xWLyzMKRQ
ასეთი ფორმა აქვს სინამდვილეში ზეახლის ნარჩენს.
httpv://youtu.be/5jo-xvVXcTM
ახალი მათემატიკური მოდელი გვიჩვენებს, რომ ზეახლის აფეთქება ვერ იქნება გეომეტრიულად სიმეტრიული.