ხედავთ ღამურას? ის, ნისლეულ ვუალის აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობს. ნისლეული ვუალი, ზეახლის დიდი ნარჩენია, რომლის გაფართოება მასიური ვარსკვლავის სასიკვდილო აფეთქებით დაიწყო. ნისლეულ ღამურის, იგივე NGC 6995-ის ზომა ნახევარი გრადუსია, თითქმის მთვარის ხილული დისკოს ზომის ტოლი (31 კუთხური წუთი). ეს, 12 სინათლის წელს შეესაბამება, თუ ვუალამდე მანძილი 1400 სინათლის წელია. სურათი ვიწრო და ფართოზოლიანი ფილტრებით გადაღებული ფოტოებით არის აწყობილი. წყალბადის ატომების გამოსხივება წითლით არის ნაჩვენები, ჟანგბადისა და აზოტის – მოცისფროდ. ვუალის დასავლეთ ნაწილში კიდევ ერთი ციური სანახაობა მდებარეობს: ნისლეული ალქაჯის ცოცხი.
NGC 6995: ნისლეული ღამურა
Posted by