NGC 6751: ნისლეული ელვარე თვალი

 გამოსახულება, რომელიჰაბლის სახელობის კოსმოსური ტელესკოპის საშუალებით იქნა მიღებული, გვიჩვენებს, რომ ეს, მზისმაგვარი(1) მომაკვდავი ვარსკვლვის მანათობელი გაზების საფარია, ფორმებისა და სიმეტრიის მრავალფეროვნებით. ამ შედგენილ ფერად გამოსახულებაზე, რთული სტრუქტრუის მქონე პლანეტარული ნისლეულის კლასიკურ მაგალითს ვხედავთ. სურათი 2000 წელს, ჰაბლის სახელობის ტელესკოპის ორბიტაზე გასვლის ათი წლის თავთან დაკავშირებით გადაიღეს, ხოლო შემდეგ ის, ასტრომოყვარულმა , პროგრამა ჰაბლის მემკვიდრეობის ჩარჩოებში, ხელახლა დაამუშავა. უკიდურესად ცხელი(140 ათასი გრადუსი ცელსიუსით) ცენტრალური ვარსკვლავის ქარი და გამოსხივება ნისლეულის ნაკადების მაგვარ სტრუქტურას ქმნის. ნისლეულის დიამეტრი დაახლოებით 0,8 სინათლის წელია, მზის სისტემის ზომაზე დაახლოებით 600-ჯერ მეტი. NGC 6751 ჩვენიდან 6500 სინათლის წლის მანძილზე, არწივის თანავარსკვლავედში მდებარეობს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.