ჩრდილოეთის ცის პატარა თანავარსკვლავედში, სახელად სამკუთხედი, სპირალური გალაქტიკა M33 მდებარეობს, რომელიც ჩვენსკენ “სახითაა” მობრუნებული. გალაქტიკის დიამეტრი 50 ათასი სინათლის წელია. ზომით ის მესამეა ადგილობრივი ჯგუფის გალაქტიკებში, ანდრომედასა და ჩვენი გალაქტიკის მერე. M33, დედამიწიდან 3 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ითვლება, რომ ანდრომედას თანამგზავრია. კარგად ჩანს ახალგაზრდა ვარსკვლავური გროვების ცისფერი წერტილები და გალაქტიკის მკლავებზე ჭრილობების მაგვარი წითელი რეგიონები, ინტენსიური ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესებით, მათ შორის ყველაზე აქტიური – გამოქვაბულის ფორმის NGC 604. ფოტოზე ის, გალაქტიკის ქვედა მარჯვენა ნაწილში მოჩანს. ისე როგორც M31-ში (ანდრომედა), ცვალებად ვარსკვლავებზე დაკვირვებით M33-შიც, ასტრონომებმა შექმნეს “კოსმოსური სახაზავი” სამყაროს სხვადასხვა ობიექტებამდე მანძილის დასადგენად.
M33 – გალაქტიკა სამკუთხედში
Posted by