კომეტა ISON-მა შეიძლება ახალი მეტეორიტული ნაკადი გააჩინოს

 კომეტამ, რომელიც ”საუკუნის კომეტად” შეიძლება იქცეს, შესაძლებელია უჩვეულო მეტეორიტული ნაკადი გააჩინოს. ISON-ი წელს დედამიწასთან ახლოს იმოძრავებს(ბოლო გამოთვლებით, ბირთვის ნარჩენები დედამიწიდან 50 მილიონი კილომეტრის მაძილზე იქნებიან, როცა ისინი ჩვენი პლანეტის ორბიტას გადაკვეთენ), მისი მტვროვანი კუდი კი ახალი მეტეროტული ნაკადის გაჩენის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამჟამად პლანეტის ატმოსფეროში მტვრის უწვრილესი ნაწილაკები ხვდებიან, რომლებიც ერთ დროს, ხსენებული კომეტის კუდში იყვნენ. ”ანთებით წვის ნაცვლად, ნაწილაკები დედამიწის ზედაპირისკენ ნელი ტემპით ეშვებიან” – ამბობს დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის მეცნიერი პოლ ვეიგერთი.

  ნაწილაკები 201 168 კმ/სთ. სიჩქარით მოძრაობენ, ხოლო ატმოსფეროში მოხვედრის მერე, სიჩქარის მთლიანად დაკარგვამდე დამუხრუჭდებიან, ვეიგერთის კომპიუტრული მოდელირების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ. ამის გამო, დედამიწელები მეტერიტულ წვიმას ვერ დაინახავენ.

 ”კომეტური მტვრის უხილავი წვიმა, თუ ეს მრთლა მოხდება, ძალიან ნელი იქნება. ეს პროცესი თვეებისა და წლების განმავლობაში შეიძლება გაიწელოს, ყველაზე უფრო წვრილი მტვრისთვის” – ნათქვამია ნასას პრესრელიზში. ელვარე სანახაობის იმედი ბოლომდე დაკარგული არაა. ”ISON-ის მტვერმა შეიძლება ე.წ. ვერცხლისფერი ღრუბლები წარმოქმნას, ყინულოვანი ელვარე ღრუბლები პულუსების თავზე, რომლებიც მოცისფროდ ანათებენ. ღრუბლები, ალბათ, ერთადერთი ნიშანი იქნება იმისა, რომ ”წვიმა” მთელი ძალით მიმდინარეობს” – ამბობენ ნასელები.

 ISON-მა მზის სისტემაში მოგზაურობის გზაზე, მზისკენ აიღო გეზი(ასტრონომები კომეტის განადგურებას აკვირდებიან). 28 ნოემბერს, კომეტა, ჩვენი უახლოესი ვარსკვლავის ზედაპირიდან 1,2 მილიონი კილომეტრით იქნება დაშორებული(NASA ცდილობს გაარკვიოს, რა დაემართა ISON-ს; მეტეორიტული კვამლი: ღრუბლიანი გამოცანა).

httpv://www.youtube.com/watch?v=1l1WV_-VoJE

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.