NASA Insight – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მარსზე. NASA-ს რობოტი-კოსმოსური ხომალდი InSight(წიაღის სეისმური, გეოდეზიური და სითბური კვლევა), მზის სისტემის შიდა ნაწილში ექვსთვიანი მოგზაურობის მერე, წარმატებით დაეშვა წითელ პლანეტაზე. 20 000 კმ/სთ-დან 0-მდე დასამუხრუჭებლად, Insight-მა 8g გადატვირთვა გადაიტანა და 1500 გრადუსამდე გაცხელდა, შემდეგ, დამცავი ეკრანი მოიშორა, მერე პარაშუტი გაშალა, ბოლოს – რეაქტიული ძრავების საშაულებით რბილად დაეშავა მარსის ზედაპირზე.
Mars Insight(წიაღის სეისმური, გეოდეზიური და სითბური მკვლევარი/NASA).
მის მიერ გამოგზავნილი ფოტო, ამ პროცესის წარმატებით დასრულების პირველი მტკიცებულება იყო. ძრავების მუშაობის გამო, კამერის ობიექტივს მტვერი შეეყარა. ჩანს სარქველიდან მოხსნილი ჭანჭიკები და ერთ-ერთი საყრდენი ფეხი. ასევე, ჟანგისფერ ზედაპირზე მიმოფანტული ქვები, ცისა და ზედაპირის გამყოფი მარსული ჰორიზონტი. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, Insight-ი თავის ინსტრუმენტებს გაშლის, მათ შორის, სეისმო ტალღების წარმომქმნელსა და მათ დეტექტორს. ეს ინსტრუმენტები, უპრეცედენტო ინფორმაციას მიაწვდის კაცობრიობას მარსის წიაღის აღნაგობის შესახებ(Mars InSight-ის სტარტი 2018 წლის მაისში განხორციელდება; მარსის გაბურღვა დედამიწის კლიმატის შესასწავლად).