GAIA – ჩვენი გალაქტიკის გვერდხედი

 ვართ რა ჩვენი გალაქტიკის შიგნით, უზარმაზარი მანძილების გამო, მისი გვერდიდან დანახვა არ შეგვიძლია. მიუხედავად ამისა, მონაცემების გამოყენებით მილიარდზე მეტი ვარსკვლავის მდებარეობის შესახებ ირმის ნახტომის შიგნით, რომლებიც კოსმოსის კვლევის ევროპული სააგენტოს კუთვნილი კოსმოსური აპარატის, GAIA-ს საშუალებით იქნა მიღებული, ჩვენი გალაქტიკის გარეგნობის შესახებ გარკვეული წარმოდგენა მაინც შეგვექმნა. სურათი გვიჩვენებს, რომ სხვა სპირალური გალაქტიკების მსგავსად, ირმის ნახტომსაც თხელი ცენტრალური დისკო აქვს. ჩვენი მზე, ვარსკვლავები, რომლებსაც ღამით ვხედავთ, ამ დისკოშია თავმოყრილი. მოულოდნელი აღმოჩნდა დისკოს გამრუდება კიდეებზე, მიუხედავად უკვე არსებული ჰიპოთეზისა გამრუდების შესახებ. ამ გამრუდებული ცენტრალური ზოლის ფერები ბნელი მტვრით, ელვარე ცისფერი ვარსკვლავებითა და წითელი ემისიური ნისლეულებით არის განპირობებული. წარმატებული მისია GAIA მარტში დასრულდა, მიღებული მონაცემების ანალიზი კი ახლაც მიმდინარეობს (კიდევ GAIA-ს შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.