GAIA – ჩვენი გალაქტიკა ზემოდან

 ვართ რა გალაქტიკის შიგნით, მისი გვერდიდან ნახვა არ შეგვიძლია, იმ უზარმაზარი ზომების გამო, რომლებიც გალაქტიკებისთვის არის დამახასიათებელი. თუმცა, მიუხედავად ამისა, მონაცემების გამოყენებით მილიარდზე მეტი ვარსკვლავის მდებარეობის შესახებ ირმის ნახტომის შიგნით, რომლებიც კოსმოსის კვლევის ევროპული სააგენტოს კუთვნილი კოსმოსური აპარატის, GAIA-ს საშუალებით იქნა მიღებული, ჩვენი გალაქტიკის გარეგნობის შესახებ გარკვეული წარმოდგენა მაინც შეგვექმნა.  ვხედავთ, რომ ჩვენს ირმის ნახტომს, სხვა სპირალური გალაქტიკების მსგავსად, ე.წ. მკლავები აქვს. ჩვენი მზე და ის ელვარე ვარსკვლავები, რომლებსაც ღამით ვხდედავთ, ორიონის მკლავშია თავმოყრილი. მზე, ორიონის მკლავის კიდეზეა, ანუ გალაქტიკაზე რომ ზემოდან დაგვეხედა, ერთ მხარეს ორიონი იქნება, საწინააღმდეგოდ კი მშვილდოსანი. GAIA-დან მიღებული მონაცემები, ადრე მიღებულ შედეგებს ადასტურებს, იმისი შესახებ, რომ ჩვენს გალაქტიკას ორზე მეტი მკლავი აქვს. ცენტრში, მკლავების “ძირში”, ე.წ. ვარსკვლავური ხიდი (“ბარი”) მდებარეობს. გალაქტიკის თხელი დისკოს ფერები ძირითადად ბნელი მტვრით, ელვარე ცისფერი ვარსკვლავებით და წითელი ემისიური ნისლულებით არის განპირობებული. წარმატებული მისია GAIA მარტში დასრულდა, მიღებული მონაცემების ანალიზი კი ახლაც მიმდინარეობს (GAIA – ჩვენი გალაქტიკის გვერდხედი; კიდევ GAIA-ს შესახებ; გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.