ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა, Ia-ს ტიპის უჩვეულო ზეახალი ვარსკვლავი აღმოაჩნა, რომელიც თანამოძმეებისგან აფეთქების პირველ დღეებში გამოსხივების მკვეთრი გამოფრქვევით გამოირჩეოდა. ამ ანომალიის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. მეცნიერთა ვარაუდით, წინამორბედ ვარსკვლავში რადიოაქტიური ნივთიერებების უნიკალურ გადანაწილებასთან უნდა გვქონდეს საქმე(arXiv; Astrophysical Journal Letters).
Ia-ს ტიპის ზეახალი, თეთრი ჯუჯას აფეთქებაა, რომელშიც თერმობირთვული რეაქცია განახლდა(ბირთვული დაშლა და სინთეზი). კომპაქტური თეთრი ჯუჯა, ახლოს მდებარე დიდი კომპანიონი ვარსკვლავიდან გაზს მიიზიდავს(single-degenerate channel, SD), მძიმდება და რაღაც მომენტში ე.წ. ჩანდრასეკარის ზღვარს სცდება – მაქსიმალურ მასას, რომელზეც ვარსკვლავი თეთრი ჯუჯა ვეღარ იქნება. ლამის მზის მასის მქონე ჯუჯა, ისედაც საკმაოდ ცხელია, რაც დედამიწის ზომამდე შეკუმშვის გამო ხდება. დამატებული მასა და ტემპერატურა ინტენსიურ თერმობირთვულ წვას იწვევს, უზარმაზარი რაოდენობის ენერგიის გამოყოფით – ხდება ზეახლის ანთება(ჩანდრასეკარის ზღვარი !!!).
სხვა შემთხვევაში, ჩანდრასეკარის ზღვრის გადაჭარბება ხდება ორი თეთრი ჯუჯას შერწყმით, რაც უფრო გავრცელებული მოვლენაა, Ia-ს ტიპის ზეახლების ანთების 80 პროცენტი სწორედ ასე ხდება(ე.წ. double-degenerate channel, DD). ამას ზეხლის ნარჩენების მიხედვით ადგენენ, რადგან DD-ს დროს ვარსკვლავის ადგილზე არაფერი რჩება.
ASASSN-18bt, ტელესკოპთა საერთაშორისო ქსელმა აღმოაჩინა, რომელიც აფეთქებული ვარსკვლავების ძებნით არის დაკავებული(ASAS-SN (англ. All-Sky Automated Survey for SuperNovae). თეთრი ჯუჯა მდებარეობდა გალატიკა UGC 04780-ში, რომლამდე მანძილი 130 მლნ. სინათლის წელია. აფეთქების პირველი დღეების გამოსხივების მრუდი, ეგზოპლანეტებზე მონადირე “კეპლერის” საშულებით იქნა მიღებული. აფეთქებიდან 2 დღის მერე, ასტრონომებმა ნათების უცნაური მატება დააფიქსირეს, რაც ამ ტიპის აფეთქებისთვის არადამახასიათებლი მოვლენაა, სხვები ნელა უმატებდნენ.
ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ანომალია, გამოტყორცნილ გაზსა და კომპანიონ მასიურ ვარსკვლავს შორის ურთიერთქმედებით შეიძლება აიხსნას. ნათების სპექტრში ცისფერის ჭარბი რაოდენობაც ამაზე მიუთითებს. წარმოქმნილ ნისლეულში ვერ იქნა აღმჩენილი მატერია, რომელიც კომპანიონი ვარსკვლავიდან პატარა და მზის მასის მქონე ჯუჯაზე გადაედინებოდა, რაც SD პროცესის დროს დაიმზირება ხოლმე. ეს ნამდვილად DD-პროცესია და ანომალიის მიზეზი არის იზოტოპი ნიკელი-56, რომლის ნახევრად დაშლის პერიოდი 6 დღე-ღამეს უტოლდება. ამ მოსაზრების დამტკიცება შემდგომი დაკვირვებებით უნდა მოხდეს(თეთრი ჯუჯა).