მზის ლაქები, გავარვარებული პლაზმის ოკეანეში მოცურავე, ძლიერი მაგნიტური ველით შეკრული პლანეტის ზომის კუნძულებია, რომლებიც ჩვენი მნათობის ფოტოსფეროში ჩნდება (მზის გრანულები). მზის აქტიურ უბნებზე წარმოქმნილი ლაქების ტემპერატურა დანარჩენი ზედაპირის ტემპერატურაზე დაბალია, ამიტომ გამოიყურება შავად. 1 ივლისს გადაღებული ლაქებიანი აქტიური უბანი AR2835, მზის ზედაპირზე ახლა გადაადგილდება. ეს გამოსახულება 150 ათას კილომეტრს მოიცავს, რაც დედამიწის დიამეტრს ათჯერ აჭარბებს. ძლიერი მაგნიტური ველი აქტიურ უბნებზე მზიურ ანთებებსა და კორონალურ ამოფრქვევებს იწვევს, რაც დედამიწის ახლო სივრცეში კოსმოსურ ამინდს ცვლის (მზის მაგნიტური ველის უადგილო სიძლიერე…; აქტიური მზე).
AR2835: ფოტოსფეროს კუნძულები
Posted by