მზის დინამიკის ობსერვატორიამ( SDO) ჩვენს მნათობზე გაჩენილი დიდი ლაქა გადაიღო, რომელსაც AR1654 უწოდეს(Universe Today).
ლაქა AR1654 ნელნელა დედამიწისკენ ბრუნდება და კოსმოსური ამინდის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს, რომელიც კარგა ხანია შედარებით მშვიდი იყო.
ამჟამად მზე 11 წლიანი ციკლის აქტიურ ფაზაში იმყოფება, რომელსაც ასტრონომები 24-ე მზის ციკლს უწოდებენ. 2013 წელს, სავარაუდოდ, მზის აქტიურობა თავის მიკს მიაღწევს. მზის ლაქები საკმაოდ დიდი წარმონაქმნები არიან. მათი დიამეტრი რამდენიმე ათეულ ათას კილომეტრს შეიძლება გაუტოლდეს. იმისათვის, რომ ასეთი ლაქის ზომა წარმოვიდგინოთ, ფოტოზე AR1654-სთან დედამიწისა და იუპიტერის გამოსახულებებიცაა წარმოდგენილი.
httpv://www.youtube.com/watch?v=eIs1QUltuw8