როგორ ხდება საპლანეტათშორისო თანამგზავრებთან და ზონდებთან დაკაშირება, მართვა, ასტრონავტების უკან დაბრუნება?(კახა)

ორიენტაცია(მაგალითად ვარსკვლავებით), ფრენის მიმართულება, პლანეტების ორბიტაზე გასვლა ხდება ავტომატურად(რა თქმა უნდა შესაძლებელია ჩარევა დედამიწიდანაც). იმისათის, რომ აპარატი არ იყოს გადატვირთული რეაქტიული საწვავით, მეტი აჩქარების მისაღებად ხდება გრავიტაციული მანევრირება პლანეტებთან მიახლოებით. მაგალითად, პლუტონისკენ მიმავალი საპლანეტათშორისო თანამგზავრი „ახალი ჰორიზონტები“ მიმდევრობით უახლოვდება პლუტონამდე მყოფ პლანეტებს, რომლებიც თავისკენ მიიზიდავენ და ამით მეტ აჩქარებას ანიჭებენ მას. პლანეტიდან გარკვეულ მანძილზე ხდება რექტიული ძრავის მცირე ხნით ჩართვა, საწყის კურსზე დასაბრუნებელად, რათა აპარატი სამანევრო პლანეტას არ დაეცეს და პლუტონისკენ გააგრძელოს გზა.

 რაც შეეხება მარსმავლებს, მათთან შეუძლებელია პირდაპირი კავშირის დამყარება, ეს მარსის ორბიტაზე მყოფი თანამგზავრების საშუალებით ხდება. დედამიწიდან გაგზავნილ სიგნალს ჯერ თანამგზავრი იღებს, თანამგზავრიდან კი მარის ზედაპირზე მყოფი მარსმავალი და პირიქით. რადიოტალღებს ობიექტამდე მისაღწევად გარკვეული დრო სჭირდებათ, ამიტომ მარსმავალის არასწორი მიმართულებით წაყვანა გამორიცხული უნდა იყოს. ბრძანების გაგზავნამდე ხდება მისი მაქსიმალურად ზუსტი ანალიზი. სიგნალის დაგვიანება, იმის მიხედვით თუ სად იმყოფება აპარატი, ათეულობით წუთიდან საათებით განისაზღვრება.

ანიმაციაზე წარმოდგენილია კოსმოსში ფრენის უმარტივესი მიმდევრობა. რაკეტამატარებელს ორბიტისკენ მიჰყავს თანამგზავრი(კუთხით და დედამიწის ბრუნვის მიმართულებით), ასრონავტებით ან ტვირთით. კოსმოსში გასვლასთან ერთად რაკეტამატარებელი შორდება თანამგზავრს და უკან, დედამიწაზე იწყებს ვარდნას. შემდეგ ირთვება თანამგზავრის მცირე გაწევის რეაქტიული ძრავები, რომლებსაც საჭირო ორბიტაზე გაჰყავთ კაფსულა(ასტრონავტებით ან ტვირთით). შემდეგ, კორპუსზე შემოდენადი(ატმოსფეროსთან ხახუნის შესამცირებელი) ფორმის დამცავისგან გამოყოფა და კაფსულას უკან ვარდნა. უკან, დედამიწისკენ ვარდნის დასაწყებადაც ძრავების გამოყენებაა საჭირო, ოღონდ არა ასაჩქარებლად, არამედ დასამუხრუჭებლად, რათა შემცირდეს ძრავებისგან მინიჭებული იმპულსი, რომლითაც დედამიწის მიზიდულობის დაძლევა მოხდა. კაფსულას, დედამიწისკენ მიმართულ ნაწილს, აქვს მაღალი ტემპერატურის გამძლე დამცავი ეკრანი. ის ატმოსფეროს სქელ ფენებში მაღალი სიჩქარით მოძრავ კაფსულას დაწვისგან იცავს. ბოლოს, ზედაპირზე დაშვებამდე, იხსნება პარაშუტები, რომლებიც მიწასთან მაქსიმალურად რბილ შეხებას უზრუნველყოფენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.