შეგახსენებთ, რომ ბნელი მატერია ნივთიერების ჰიპოთეტური ფორმაა, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს არ ასხივებს და არც ურთიერთქმედებს მათთან. სწორედ ეს თვისება ხდის მას ჩვენი თვალისათვის მიუწვდომელს. თუმცა, მისი არსებობა ბნელი მატერიის მიერ გამოწვეული გრავიტაციული ეფექტებით შეიძლება დაფიქსირდეს. ბნელი მატერიის ბუნების გარკვევას დამალული მასის(1) პრობლემის გადაჭრა შეუძლია, რომელიც გალაქტიკების კიდეებზე არსებული ჩვეულებრივი მატერიის ანომალურად სწრაფ ბრუნვას უკავშირდება.
დოქტორმა კეტრინ ჰეიმანსმა ედინბურგის უნივერსიტეტიდან(შოტლანდია) და პროფესორმა ლუდოვიკ ფონ ვებეკემ(კანადა) ბნელი მატერიის აქამდე უცნობი გროვები აღმოაჩინეს.
ამ კვლევისთვის მათ 10 მილიონამდე სხვა და სხვა გალაქტიკების ფოტოების ანალიზი დასჭირდათ, რომლებიც სინათლეს ასხივებენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გალაქტიკების მიერ გამსოხივებული სინთლე ბნელი მატერიის ფენებში გადის.
კვლევა Canada-France-Hawaii Telescope Lensing Survey (CFHTLenS)-ის სახელით ცნობილი პროექტის ჩარჩოებში ტარდებოდა. პროექტის მსვლელობის დროს შესწავლილი გალაქტიკები ჩვენი პლანეტიდან 6 მილიარდი სინათლის წლით არიან დაშორებული, ანუ მათ მიერ გამოსხივებული და ტელესკოპის მიერ მიღებული სინათლე მაშინ გამოსხივდა, როცა სამყაროს ასაკი 6 მილიარდი წელი იყო. ეს სამყაროს დღევანდელი ასაკი თითქმის ნახევარია.
ბნელი მატერიის ნაწილაკები სინათლესთან არ ურთიერთქმედებენ, თუმცა ის იქედან მოდის, სადაც ბნელი მატერიაა. მეცნიერებმა ეს კომპიუტერული მოდელირების საშუალებით დაადგინეს, შეისწავლეს რა მილიონობით გალაქტიკების მიერ გამოსხივებული სინათლე.
მეცნიერთა შორის ეს კვლევა ძალიან დიდ ინეტრესს იწვევეს, რადგან იმის ცოდნა, თუ როგორ არის განაწილებული კოსმოსურ სივრცეში ბნელი ნივთიერება, ფიზიკაში გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება, რომელმაც შეიძება უმთავრეს ფიზიკურ კანონებზე წარმოდგენები შეგვიცვალოს.
მეცნიერები, რომლებმაც კვლევაში მონაწილეობა მიიღეს, ამბობენ: „შორეული სამყაროდან მოსული სინათლის ანალიზისას, ის თუ როგორ მოძრაობს იგი სანამ ჩვენამდე მოვიდოდა, გაირკვა, რომ სამყაროში უფრო მეტი ბნელი მატერიაა ვიდრე აქამდე გვეგონა. ეს უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა ჩვენთვის“.