ზეახლის დეტონაციის კომპიუტერული მოდელი

კომპიუტერულმა მოდელირებამ მეცნიერებს საშუალება მისცათ  Ia-ს ტიპის ზეახლების აფეთქების დროს მოქმედი პროცესები დაენახათ. მკვლევარებმა შედეგები ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს(ბალტიმორში), ხოლო მოკლედ ამის შესახებ საზოგადოების საიტზე დაიწერა(pdf).
 ამ მომენტისთვის მიღებული ჰიპოთეზის მიხედვით Ia-ს ტიპის ზეახლების აფეთქება ორმაგ სისტემებში ხდება, რომლებშიც თეთრი ჯუჯა, პარავს რა მატერიას მეზობელ ჩვეულებრივ ვარსკვლავს, კრიტიკულ მასას იძენს(ჩანდრასეკარის ზღვარი) და ფეთქდება. თუმცა, ზუსტად როგორ ხდება აფეთქება, ამის შესახებ ფიზიკოსები ჯერ კიდევ კამათობენ.
 ერთ-ერთი თეორიის მიხედვით თეთრი ჯუჯას გარსში მიმდინარეობს პროცესები, ანალოგური გაზური ნაზავების  უეცარი გადასვლისა შედარებით წყნარი დეფლარგაციული(ბგერაზე დაბალი სიჩქარით) წვიდან დეტონაციურში(განსხვავება ისაა, რომ აფეთქებისას ჯუჯაზე თერმობირთვული წვა მიმდინარეობს).

Ia ტიპის ვარსკვლავზე კომპანიონი ვარსკვლავიდან მატერია გადმოედინება და მასის დაგროვების გარკვეულ ზღვარზე თერმობირთვული აფეთქება ხდება , ანუ ზეახლად ანთბა. რა მასაზე მოხდება აფეთქება და რა სიმძლავრის იქნება იგი ზუსტადაა ცნობილი(ჩანდრასეკარის ზღვარი), ე.ი. ასეთი აფეთქებებისს სიკაშკაშეც თითქმის ერთნაირია. ამით არის Ia-ს ტიპის ზეახალი „სტანდარტული სანთელი“. შედარებისთვის, ორი ერთნაირი სანთლის ხილული ელვარება თუ მათ ოთახის სხვა და სხვა წეერტილში დავდგამთ განსხვავებული იქნება, რითაც შეიძლება შევიქმნათ წარმოდგენა ოთახის ზომების შესახებ.
httpv://www.youtube.com/watch?v=5YZkAoR3WLE
Ia ტიპის ზეახლის აფეთქება.
  ახალი ნამუშევრის ჩარჩოებში მეცნიერებმა ამ პროცესის მოდელირება კომპიუტერის საშუალებით მოახდინეს. თავიანთ გათვლებში ისინი ეყრდნობოდნენ იდეას იმის შეახებ, რომ ასეთ გადასვლებში მთავარ როლს ტურბულენტურობა თამაშობს. მკვლევარებს პროცესების განვითარების საკმაოდ რეალისტური სურათი გამოუვიდათ. ამსთან ერთად ისინი აღნიშნავენ, რომ მიღებული მონაცემების სისწორე მაშინ დამტკიცდება, თუ მოდელირებული და დაკვირვებით მიღებული პროცესები ერთნაირი იქნება.
httpv://www.youtube.com/watch?v=fYcJJXj1o1E
ასტრონომები Ia-ს ტიპის ზეახლებს მანძილების დასადგენი(1) სკალების შესადგენად იყენებენ, ამიტომ პროცესების მიმდინარეობის დეტალური ცოდნა უმნიშვნელოვანესია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.