ციურ სტუმარზე დაკვირვება 70 მეტრიანი რადიოტელესკოპის, სახელად Deep Space Network(გოლდსტოუნის ობსერვატორია, კალიფორნია)-ით და არესიბოს(პუარტერიკო) ყველაზე დიდი რადიოტელესკოპის სასხუალებით მოხდება. ატეროიდის ზომა დაახლოებით 400 მეტრია.
ავიამზიდის ზომის ასტეროიდზე თვალთვალი, 2 საათის განმავლობში, 4 ნოემბერს Deep Space Network-ით დაიწყება. რადიოლოკაციური დაკვირვება არესიბოდან კი 9 ნოემბერს, ღამის 3 საათზე 2005 YU55 დედამიწას მაქსიმალურად მოახლოვდება.
2005 YU55.
ამ ასტეროიდის ტრაექტრია კარგად არის ცნობილი. მაქსიმალური მოახლოების მანძილი 324 600 კილომეტრი იქნება. ასტეროიდის გრავიტაციული ზემოქმედება დედამიწაზე რაიმე მნიშვნელოვან ზემოქმედებას ვერ მაოხდენს, მათ შორის ვერც მოქცევებზე და ვერც ტექტონიკურ ფილებზე. ბოლოს ასტეროიდი დედამიწას ახლო მანძილზე 1976 წელს მოუახლოვდა.
თვალთვალის დროს მეცნიერები გოლდსტოუნისა და არესიბოს ანტენებს გამოიყენებენ, რათა ასტეროიდის შემადგენელ ნივთიერებათა მიერ არეკლილი რადიოექო მიიღონ და შეისწავლონ. ნასას მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მიიღებენ ობიექტის რადიოგამოსახულებას გარჩევადობით 2 მეტრი პიქსელზე. ეს მათ დაეხმარებათ მისი ფორმის, ზომების, ზედაპირის თავისებურებებისა და სხვა ფიზიკური მონაცემების დადგენაში.
გოლდსტოუნის ობსერვატორია, კალიფორნია,ა.შ.შ.
არესიბო,პუარტერიკო.
2010 წლს არესიბოდან ჩატარებულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მას სფერული ფორმა აქვს. ნელა ტრიალებს ღერძის გარშემო, დაახლებით 18 საათი. ზედაპირი უფრო ბნელია, ვიდრე ქვანახშირი ოპტიკურ დიაპაზონში. ასტრომოყვარულებს ასტეროიდის დასანახავად დასჭირდებათ ტელესკოპები 15 სანტიმეტრის და უფრო მეტი აპერტურით.