მეცნიერთა ჯგუფმა Syracuse University-დან გააანალიზა და შეადარა მარსზე ნაპოვნი მინერალი დედამიწის ზედაპირზე არსებულს. მკვლევართა აზრით ეს მინერალი მხოლოდ წყლის თანხლებით ფორმირდება.
ხსენებული მინერალის ფენების მარსმავალის მიერ აღმოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ მარსზე წარსულში ნამდვილად იყო წყალი. იმისათვის, რომ დაედგინათ როგორ და რა პირობებში იმყოფებოდა მარსული წყალი, მეცნიერებმა გამოიკვლის ამ მინერალში არსებული გაზის, არგონოს ჩანართები. არგონი ინერტული ერთ ატომიანი, უფერო და უსუნო გაზია. დედამიწის ატმოსფეროს გაზებს შორის ის მესამეა გავრცელების მიხედვით(აზოტისა და ჟანგბადის მერე). არგონის საშუალებით მეცნიერებს შეუძლიათ ამ მინერალის ასაკისა და ფირმირების პირობების დადგენა.
მკვლევარი ჯოზეფ კულა(SU’s College of Arts and Sciences) ამბობს:”იაროზიტი საუკეთესო მარკერია იმის გასარკვევად, თუ რა რაოდენობით იყო წყალი მარსზე”. თუმცა, მის წარმოსაქმნელად წყალია საჭირო, შესანახად კი პირიქით, მშრალი გარემო.
იაროზიტის ფორმირებისათვის კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა ჟანგბადის,რკინის,გოგირდის და კალიუმის შესაბამისი რაოდენობრივი თანაფარდობა.
ფორმირების თანავე იაროზიტი არგონის აკუმულირებას იწყებს. ეს გაზი კი მინერალის შემადგენლობაში არსებული კალიუმის ზოგიერთი იზოტოპის დაშლით გროვდება. ანუ არგონის რაოდენობის დადგენით შესაძლებელია მინერალის ასაკის დადგენა. სიძნელეს, ჯერჯერობით, წარმოადგენს იმ ტემპერატურული ზღვრის დადგენა, რომელზეც არგონი იაროზიტიდან აორთქლებას იწყებს(სიცოცხლე მარსზე).