კვლევის ჩარჩოებში მეცნიერებმა გააანალიზეს 2010 წელს დაგროვილი მონაცემები. მაშინ დაფიქსირებულ იქნა ერიდას მიერ შორეული ვარსკვლავის დაბნელება. ვარსკვლავის ელვარებაზე, დედამიწის სხვა და სხვა წერტილიდან დაკვირვებით, მეცნიერებმა შეძლეს წარმოქმნილი ჩრდილის ზომების შეფასება, რომელიც შორეულმა პლანეტამ წარმოქმნა.
პლუტოიდი ერიდა თანამგზავრ დისნომიასთან ერთად(NASA/Hubble).
გამოთვლებმა აჩვენა, რომ მიღებული შედეგები კარგად ემთხვევა ნავარაუდევს, რომ ერიდას თითქმის სფერული ფორმა აქვს, დიამეტრით 2326 კილომეტრი, 12 კილომეტრი ცთომილებით. პლუტონის დიამეტრი კი მინიმუმ 2338 კილომეტრია.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ განსხვავებული ზომების მიუხედავად ერიდა უფრო მასიურია. ეს შეიძლება იმითაა გამოწვეული, რომ პლანეტა მთლიანად კლდოვანი ქანებისგან შედგება. გარდა ამისა მას აქვს ძალიან დიდი ალბედო(სინათლის არეკვლის უნარი) – ასტრონომთა თქმით უდიდესი მზის სისტემის ცნობილ ობიექტთა შორის.
ერიდა(Eis) მზის სისტემის კიდეზე 2003 წელს აღმოაჩინეს. მაშინ ობიექტმა მიიღო სახელი Xena, ობიექტი UB313. 2007 წელს ამ ჯუჯა პლანეტაზე ტელესკოპ ”კეკით” ჰავაიდან და კოსმოსური ობსერვატორია ”ჰაბლით” ჩატარებული დაკვირვებებით დადგინდა, ოღონდ ძალიან დიდი ცდომილებით, რომ მისი დიამეტრი 2415 კილომეტრი იყო.