ედგარ მიჩელი და უცხოპლანეტელები :)

 ედგარ მიჩელი საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა ამერიკაში. 1971 წელს მონაწილეობდა რა აპოლონების მისიაში, გახდა მეექვსე ადამიანი, რომელმაც მთვარეზე დაადგა ფეხი. მიჩელი – რეკორდსმენი ასტრონავტებს შორის, კრატერ ფრა მაუროს ტერიტორიაზე  და შესაბამისად მთვარეზე 9 საათი და 17 წუთი გაატარა.

ვეტერანი ასტრონავტი, მთვარეზე ყოფნის დროს იყენებდა ვიდეოკამერას, რომლსაც ახლა აუქციონზე ყიდის, ხოლო ნასა ნივთს თავის საკუთრებად მიიჩნევს და ყოფილ თანამშრომელს სასამართლოში უჩივის, თუმცა, ედგარ მიჩელი კიდევ უფრო სკანდალური ისტორიითაც არის ცნობილი.

 მიჩელმა ბაკალავრის წოდება მიიღო საავიაციო პროექტირებასა და მშენებლობაში, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი აერონავტიკისა და კოსმონავტიკის დარგში. დაწერა რამდენიმე შემეცნებითი და ორი შემეცნებით-პოპულარული წიგნი.

 მიუხედავად ამისა, რადიოსადგურ Kerrang Radio-ს ეთერში მიჩელის სკანდალური გამოსვლის მერე ნასას ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ იზიარებს ყოფილი თანამშრომლის შეხედულებებს, თუმცა პატივს სცემს როგორც დიდ ადამიანს. რა თქვა ისეთი, რომ ნასას, თავის მართლება დაჭირდა?!

I belive

პირველ რიგში, მიჩელმა განაცხადა, რომ სჯერა უცხოპლანეტელების არსებობის. იმ ნაციის წარმომადგენლისთვის, სადაც 50 პროცენტი თვლის, რომ უცხოები არსებობენ, ასეთი განცხადება მოულოდნელი არ უნდა იყოს. თუმცა, ყოფილი ასტრონავტის შემდგომმა სიტყვებმა რადიო წამყვანი აღაშფოთა, მან რამდენიმეჯერ სთხოვა მიჩელს გაემეორებინა ნათქვამი.

 მიჩელმა თქვა, რომ უცხოები, არა მარტო არსებობენ ჩვენს გალაქტიკაში, არამედ მუდმივად სტუმრობენ დედამიწას თავიანთი საფრენი აპარატებით. კერძოდ, გახმაურებული როზუელის ინციდენტი ნამდვილად კოსმოსური ხომალდის კატასტროფა იყო, ხოლო წინასწარ დაგეგმილი კონტაქტები მუდმივად ხდება.

 პლანეტათშორისი ურთიერთობების შესახებ იციან ”სამხედროებმა და დაზვერვამ”, რომლებსაც მიჩელი კარგად იცნობდა. მართალია, თვითონ ასტრონავტი უცხოებთან კონტაქტში არ შესულა, რადგან არამიწიერი სიცოცხლე მისი სფერო არ იყო, თუმცა ნახა როგორები იყვნენ ისინი – დაბალი სიმაღლის, საცეცებით, დიდი თავითა და დიდი თვალებით. ოღონდ მათი კანი მწვანე კიარა რუხი ფერისაა.

 უცხოებს მშვიდობიანი მიზნები ამოძრავებთ. ეს რომ სე არ იყოს,”ისინი დიდი ხნის წინ გაგვანადგურებდნენ, ჩვენ ხომ არანაირი დაცვა არ გაგვაჩნია”.

 მთავრობამ(ყოველ შემთხვევაში, ამერიკის) უკვე 60 წელია იცის უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ და აქტიურად მასპინძლობს უცხო სამყაროების წარმომადგენლებს. ეს საიდუმლო ინფორმაციაა, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა პრესაში გაჟონა, ამიტომაც არ ეშინია მიჩელს და ამიტომაც გაუზიარა ეს ინფორმაცია Kerrang Radio-ს მსმენელსაც.

 ყოფილი ასტრონავტი არ გამორიცხავდა, რომ ზოგიერთი ქვეყნის მთვრობა გამოაქვეყნებდა არამიწიერი ცივილიზაციების შესახებ არსებულ ინფორმაციას. ასეც მოხდა, საიდუმლო მასალების ნაწილი საჯარო გახადა ბრიტანეთის, მექსიკის, საფრანგეთის, ბელგიის და ბრაზილიის მთავრობებმა. ამას გარდა, უბრალო მოკვდავებს სულ უფრო მეტ სწორ ინფორმაციას აწვდიან ყოველივე ამის შესახებ. კათოლიკურმა ეკლესიამაც კი გამოაცხადა, რომ რწმენა უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ არ ეწინააღმდეგება ბიბლიას.

ყველაფერი ახსნადია

  ლოგიკური სურათი, რომელიც მიჩელმა დახატა კარგი დამატებაა ე.წ. ”შეთქმულების თეორიისთვის”(conspiracy theory). ეს თორია ვარაუდობს, რომ ესა თუ ის მოვლენები სპეციალურად ინიღბება და ხშირად ასეთივე სახით დასტურება ოფიციალურ დონეზეც. ”შეთქმულების თეორიის” მომხრეები უთითებენ ოფიციალურ ვერსიებში არსებულ მცირე შეუსაბამებობებზე, რომლებზე დაყრდნობითაც ისინი სრულიად განსხვავებულ ვერსიებამდე მიდიან.

 მაგალითად,  ”შეთქმულების თეორიის” ყველაზე გახმაურებული ფაქტებია  პრინცესა დაიანას სიკვდილი, მასონური შეთქმულება, მთვარეზე გაფრენა,არამიწიერი ცივილიცაზიების არსებობის უარყოფა.

 ”შეთქმულების თეორია” ყოველთვის დიდი მოთხოვნით სარგებლობს მასებში. იდუმალების ხარისხით ის ყველაზე პოპულარულ ფანტასტიკურ ფილმებსაც კი აჭარბებს. არსებობს თეორიაც, რომლის მიხედვით ასეთი ფილმები იქმნება იმისთვის, რათა ადამიანები მოამზადონ სინამდვილესთან შესახვედრად…(ანომალური მოვლენები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.