მოწმენდილ ღამის ცაზე, კარგად ჩაბნელებული ადგილიდან, სუსტი მანათობელი ზოლი დაიმზირება. ეს ზოლი ჩვენი სპირალური გალაქტიკის, ირმის ნახტომის ვარსკვლავური დისკოა. ვინაიდან ჩვენ დისკოს შიგნით ვიმყოფებით, გვეჩვენება, რომ ზოლი დედამიწას არის გარშემორტყმული. ამ ფოტოზე იმის დანახვა შეიძლება, რაც შეუიარაღებელ თვალს არ ძალუძს. სურათი შედგენილია 9 პანორამული (მთელი 360 გრადუსით) ფოტოსგან, რომლებიც კუნძულ ტენერიფეზეა გადაღებული, ნაციონალურ პარკ ტეიდეში (კანარის კუნძულები, ესპანეთი). ცენტრში ჩანს ვულკანი ტეიდე, წინა პლანზე კი ვულკანური პეიზაჟი მრავალრიცხოვანი კლდეებით. ამ ტერიტორიიდან ძალიან შორს, კოსმოსური ობიექტები ელვარებენ: ირმის ნახტომის მანათობელი ზოლი, მთვარე პირდაპირ ვარსკვლავური გუმბათის ქვეშ, ვარსკვლავთგროვა პლეადები, ნისლეული ბერნარდის მარყუჟი და სხვა.
ირმის ნახტომი ტენერიფეს თავზე
Posted by