კოსმოსური მასშტაბების ავარია

 

 

 რენტგენული ობსერვატორია Chandra-ს საშუალებით ვხედავთ ცხელი გაზების უზარმაზარ ღრუბლებს, ეს არის მძიმე ელემენტების მდიდარი საბადოები(ჟანგბადი,რკინა,მაგნიუმი,სილიციუმი) რომლებიც ზეახალი ვარსკვლავების მილიარდ გრადუსიან ღუმელში ჩამოყალიბდნენ. ეს ელემენტები მომავალი ვარსკვლავებისა და პლანეტების შემადგენელ ნაწილად იქცევიან. წერტილოვანი კაშკაშა ადგილები ის მატერიაა, რომელიც შავ ხვრელზე ან ნეიტრონულ ვარსკვლავზე  ეცემა. აქ არსებული ზოგიერთი შავი ხვრელის მასა 100-ჯერ მეტია მზისაზე.

რენტგენული ობსერვატორია ჩანდრა(NASA).

ედვინ ჰაბლის სახელობის კოსმოსური ობსერვატორია (hubble, nasa).

 სპიცერის კოსმოსური ობსერვატორია გვიჩვენებს ინფრაწითელ შუქს იმ თბილი ღრუბლებისა, კაშკაშა ადგილები გალაქტიკების შემაერთებელ უბნებზე, რომლებიც ახალდაბადებულმა ვარსკვლავებმა გააცხელეს. ჰაბლიდან მიღებული მონაცემები კი მოწმობენ ხნიერი ვარსკვლავების არსებობაზე ოქროსფერ და თეთრ ზოლებში, მაშინ, როცა მტვრის ”ძაფები” ყავისფრად არიან შეფერილნი. ბევრი სუსტად მანათობელი ობიექტი, ხილულ დიაპაზონში, ათასობით ვარსკვლავის შემცველი ვარსკვლავთგროვებია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.