ადგილობრივი ვარსკვლავთშორისი ღრუბელი

 ვარსკვლავები მარტონი არ არიან. ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის დისკოს 10% გაზისაგან შედგება, რომელსაც ვარსკვლავთშორისს უწოდებენ. ეს ვარსკვლავთშორისი არ არის ერთგვაროვანი, მისი დანაწევრებული სახე მზის მახლობლადაც შეიმჩნევა. ადგილობრივი ვარსკვლავთშორისი მატერიის აღმოჩენა საკმაოდ რთული საქმეა, გაიშვიათებულობის გამო ის ძალიან ცოტა სინათლეს ასხივებს. თუმცა, ეს არის ნივთიერება, რომელიც წყალბადისაგან შედგება, თან შთანთქავს დამახასიათებელი სიგრძის ტალღებს, რაც მისი აღმოჩენის საშუალებას იძლევა ახლოს მდებარე ვარსკვლავების ფონზე. წარმოდგენილი რუქა 10 სინათლის წლის ზომის არეს მოიცავს. ჩვენი მზე ღრუბელს 10 000 წლის შემდეგ დატოვებს. ადგილობრივი ვარსკვლავთშორისი ღრუბლის თვისებები ბოლომდე გაურკვეველია, გალაქტიკაში მისი განაწილების ჩათვლით, ასევე უცნობია თუ რა ზემოქმედებას ახდენს იგი მზეზე და დედამიწაზე(”შემოქმედი სვეტების” ახალი ფოტო).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.