რა დაემართა ფოტოზე გამოსახულ გალაქტიკურ გროვას? ამის გასარკვევად მარტო კოსმოსური ობსერვატორია ჰაბლით გადაღებული ფოტოები არ კმარა, აუცილებელია კომპიუტერული მოდელირების დახმარებაც. სურათზე ყოველი გადღაბნილი ყვითელი ლაქა ჩვეულებრივი გალაქტიკაა. ეს გალაქტიკები Abel 1689-ის უკან მდებარე, ფონური გალაქტიკებია, უმრავლესობა უცნაურად გადიდებულია და დამახინჯებული, მათ გრძელი და დეფორმირებული რკალების ფორმა მიიღეს, რაც გრავიტაციული ლინზირების შედეგია.
კომპიუტერული ანალიზი აჩვენებს, რომ ხილულ მატერიასთან ერთად გროვაში მნიშვნელოვანი რაოდენობის ბნელი მატერიაც უნდა იყოს. მოდელირებული ბნელი მატერია ფოტოზე გამოსახულია იისფრად. გროვა Abel 1689 ახლაც გამოცანად რჩება: რკალები იმდენად მრავალრიცხოვანია და მრავალფეროვანი, რომ ვერანაირი ბნელი მატერიის მოდელი ვერ ახსნის ამ მრავალფეროვნებას ბოლომდე. ასეთი გალაქტიკური გროვების დეტალური გამოკვლევა იძლევა იმედს, რომ მომავალში ნათელი მოეფინება ბნელი მატერიის როლს გროვაში და გაირკვევა, თუ რა რაოდენობითაა სამყაროს კიდევ უფრო უცნაური ძალა – ბნელი ენერგია, უშორეს გალაქტიკებსა და ჩვენს შორის.
15.11.10
მეცნიერებმა, რომლებიც კოსმოსურ ტელესკოპ ჰაბლზე მუშაობენ, შეადგინეს ბნელი მატერიის, რომელიც სამყაროს მეოთხედს შეადგენს, დღეისათვის ყველაზე ზუსტი რუქა.
მეცნიერთა ჯგუფმა დენ კოუს მეთაურობით NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიიდან, კოსმოსურ ტელესკოპ ჰაბლზე დამონტაჟებული სპეციალური კამერის( ACS) მეშვეობით შეადგინეს მასიური გალაქტიკური გროვა Abell 1689-ის შემადგენელი ბნელი მატერიის რუქა. იგი დედამიწიდან 2,2 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული. გროვა ასტრონომთათვის გრავიტაციული ლინზას როლს თამაშობს, რომელიც თავისი უზარმაზარი მასით გადახრის და აძლიერებს გალაქტიკების შუქს, რომლებიც მის იქეთ(უკან) მდებარეობენ.
“ლინზირებული გამოსახულება – ეს თავისებური დიდი პაზელია. ჩვენ პირველად შევძელით გადაგვენაწილებინა Abell 1689-ას მასა(ჩვეულებრივსა და ბნელ მატერის შორის) ისე, რომ ის ყველა 42 ფონურ გალაქტიკას გვიჩვენებს მყოფს თავთავიანთ ადგილებზე”- ამბობს კოუ.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ Abell 1689-ას ცენტრში მეტი ბნელი მატერიაა ვიდრე თეორიით იყო ნავარაუდევი ასეთი ზომის გროვასთვის.
“თავისი ისტორიის დასაწყისში სამყარო უფრო პატარა იყო, ბნელი მატერია კი უფრო კომპაქტურად “შეფუთული”. როგორც ჩანს Abell 1689-ას “ბავშვობაში” ამ მატერიის მეტი წილი შეხვდა, რომელიც მან აქამდე შეინარჩუნა და გახდა ისეთი, როგორსაც ახლა ვხედავთ”-ვარაუდობს კოი.
ბნელი ძალები
Posted by