აღდგომის კუნძულის მოდარაჯენი

 ასტროფოტოგრაფმა, როზიკა დიმიტროვამ, რომელმაც ეს ფოტო გადაიღო, თქვა: „რას უმზერენ ეს ჩუმი მცველები ცაზე?“, მოაის სახელით ცნობილი ვულკანური კლდის ქანდაკებებ, რომლებიც აღდგომის კუნძულის, ანუ რაპა ნუის მცველები არიან. ეს პოლინეზიური კუნძული, რომელიც 1888 წლიდან ჩილეს ეკუთვნის, წყნარ ოკეანეში, სამხრეთ ამერიკის სანაპიროდან 3500 კილომეტრში მდებარეობს. ამ სურათზე, უზარმაზარი ქანდაკებები ირმის ნახტომის კაშკაშა ზოლს აკვირდებიან, რომელიც ნაწილობრივ ვარსკვლავთშორისი მტვერითა და ხმელეთის ღრუბლებით არის დაბნელებული. ასეთი მოწმენდილი ღამის ცის ქვეშ, რაპა ნუის მაცხოვრებლებმა ობსერვატორიები ააშენეს და ასტრონომიული დაკვირვებები ნავიგაციისთვის, კალენდრების შესადგენად, დღესასწაულები აღნიშვნისა და სხვა მიზნებისთვის გამოიყენეს. ასეთი ფოტოები, ბნელი ცისა და მის ქვეშ მდებარე მიწების შენარჩუნების მნიშვნელობისკენ მიგვითითებს, ასევე იმ კულტურებისა, რომლებიც მათ შთააგონეს.

 ძველი ცივილიზაციების მკვლევარი, ტურ ჰეიერდალი თვლიდა, რომ კუნძულელებმა ზოგიერთი ქანდაკება რაღაც მიზეზის გამო სანაპირომდე ვერ მიიტანეს და იქვე მიატოვეს. თანამედროვე გეოფიზიკური კვლევებით დადგინდა, რომ ყოველი მიტოვებული მოაი გარკვეულ ქვის ფილას შეესაბამება, რომელზეც ის იდგა. დროთა განმავლობაში ფილაც და მოაიც მიწაში ჩავიდა, წონასწორობა დაკარგა და გადაბრუნდა.  ამ ფაქტისთვის ჰეიერდალს მაშინ (1950 წ.) ყურადღება არ მიუქცევია. ასევე აღმოჩნდა, რომ, რაც უფრო უახლოვდება გზა ვულკან რანუ-რარაკუს, მით მეტი ასეთი მოაი გვხვდება. შეიძლება დავასკვნათ, რომ ღვთაებრივი წინაპრების ამსახავი ეს მონუმენტები ვულკანის კრატერს იცავდნენ, რომელიც სხვა სამყაროში გადასასვლელ კარიბჭედ ითვლებოდა (ძველი ცივილიზაციები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.