კომეტა C/2026 A1 (MAPS) გვიახლოვდება, ხოლო გიგანტური კომეტობის ახალი კანდიდატი A11yzTN გზაშია

C/2026 A1 (MAPS)

 კროიცის ოჯახის, ანუ მზესთან ახლოს მოძრავი კომეტების ერთ-ერთი წარმომადგენელი, კომეტა C/2026 A1 (MAPS), ჩვენსკენ მოემართება და სამ კვირაში ის შეიძლება წლის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა კომეტად იქცეს, რომელიც შეუიარაღებელი თვალით ან დღისით ხილულიც კი გახდება – ან, შეიძლება, მზემ გაანადგუროს.

კომეტა C/2026 A1 (MAPS), 17 იანვარი.

 სამწუხაროდ, ჩრდილოეთ ნახევასრფეროს მაცხოვრებელთათვის მასზე დაკვირვება საკმაოდ რთული აღმოჩნდება. საუკეთესო პერიოდი იქნება 31 მარტი – 7 აპრილი, მზის ჩასვლიდან 30 – 45 წუთში, სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, სადაც მზე ჩავა (ფრთხილად !!!). 7 აპრილისთვის მისი მდებარეობა თევზებისა და ვერძის თანავარსკვლავედების მოსაზღვრე ადგილს შეესაბამაება. მომგებიანია მთიდან დამზერა, დაბალი და სუფთა დასავლეთ ჰორიზონტით.

A11yzTN

 ახლად აღმოჩენილი კომეტობის კანდიდატი, კარგი გაგებით, ასტრონომებს უკვე ანერვიულებს. ობიექტი A11yzTN უჩვეულოდ დიდი ჩანს, შესაძლოა, ქალაქის ზომისაც იყოს. თუ ყველაფერი კარგად წავა, 2028 წლის ნოემბერში, მზესთან მიახლოებასთან ერთად ტელესკოპის გარეშეც კი ხილული გახდეს. სწორედ ამიტომ, A11yzTN სწრაფად გარდაიქმნება ძლივს შესამჩნევი წერტილიდან, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ობიექტად დაკვირვებებისთვის.

 A11yzTN, ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი გრძელპერიოდიანი კომეტობის კანდიდატია (ოორტის ღრუბლიდან უნდა მოდიოდეს), რომელმაც ყურადღება უკვე მიიპყრო, რადგან ის სატურნის ორბიტის მიღმაც კი იქნა შემჩნეული (მზიდან დაახლოებით 10 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე) და აღმოჩენის დროს მისი სიკაშკაშე დაახლოებით 19m-ს უტოლდებოდა. ცოტაა, მაგრამ ასეთ დიდ მანძილზე მდებარე ობიექტისთვის საკმარისია იმის საფიქრებლად, რომ კომეტა შეიძლება უჩვეულოდ დიდი იყოს – 20-40 კმ.

კილომეტრამდე სიმაღლის კლდეები ჩურიუმოვ-გერასიმენკოს ზედაპირზე (2014 წლის აგვისტო/„როზეტა/ESA).

 შედარებისთვის, კომეტა 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკო, რომელზეც ადამიანებმა კოსმოსური აპარატის დასმაც კი მოახერხეს, დაახლოებით 4 კილომეტრის ზომისაა. კომეტა C/1995 O1 (ჰეილ-ბოპი), რომელმაც XX საუკუნის ბოლოს საუკეთესო სანახაობა მოგვიწყო, დაახლოებით 60 კმ. დიამეტრის ბირთვი უნდა ჰქონდეს. ცნობილთა შორის ყველაზე დიდი კომეტური ბირთვი C/2014 UN271-ს (ბერნარდინელი-ბერნშტეინი) აქვს, რომლის დიამეტრი დაახლოებით 120-150 კმ-ია (ეს გიგანტი პერიჰელიონს მხოლოდ 2031 წლის იანვარში მიაღწევს და მზიდან დაახლოებით 10,95 ასტრონომიული ერთეულის დაშორებით იქნება — ძალიან შორს იმისთვის, რომ იყოს კაშკაშა კომეტა). მოკლედ, A11yzTN რეკორდსმენი შეიძლება არ არის, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდი ზომის კომეტაა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.