მერკურის ორბიტაზე პირველმა კოსმოსურმა ხომალდმა „მესენჯერმა“, 2015 წლის 30 აპრილს, პლანეტის ზედაპირის ამ ნაწილში დაასრულა მოგზაურობა. სურათი შეიქმნა “მესენჯერის” მიერ მოპოვებული ფოტოებისა და ლაზერული სიმაღლის მზომის მონაცემების საფუძველზე. ნაჩვენებია ხედი ჩრდილოეთით, ლავით შევსებული შექსპირის აუზის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდის თავზე. 48 კილომეტრიანი კრატერი იანაჩეკი, ზედა ნაწილში, მარცხენა კიდესთან ახლოს მდებარეობს. რელიეფის სიმაღლე ფერებით არის ნაჩვენები: წითელი ფერით წარმოდგენილი ზედაპირი, ცისფერზე 3 კილომეტრით მაღალია. “მესენჯერმა” სწორედ ამ ადგილებში დაასრულა მისია, შეეჯახა რა მერკურის ზედაპირს 4 კმ/წმ. სიჩქარით და 16 მეტრიანი კრატერი წარმოქმნა. დარტყმა მოხდა პლანეტის მეორე მხარეს, ამიტომ ტელესკოპებით მისი დამზერა შეუძლებელი იყო. მერკურის შემოვლის სავარაუდო მომენტში მისგან არანაირი სიგნალი აღარ მოსულა, რაც თანამგზავრის განადგურებაზე მიუთითებდა. “მესენჯერმა” სტარტი 2004 წელს აიღო, მერკურის ორბიტაზე კი 2011 წელს გავიდა და მზესთან უახლოეს პლნეტას 4000-ზე მეტჯერ შემოუფრინა (კიდევ “მესენჯერის” (MESSENGER) შესახებ).
