გასული წლის მთავარი მოვლენა, “სფეისიქსის” (SpaceX) მიერ შემუშავებული ზემძიმე რაკეტის, “სტარშიპის” (Starship) საცდელი ფრენების სერიაა. ამ სუბორბიტული ფრენების მთავარი მიზანი იყო მრავალჯერადი რაკეტა-მატარებლის, “სუპერ ჰევის” (Super Heavy) უკან დაბრუნება და “სტარშიპის” გეგმიური ჩაშვება ინდოეთის ოკეანეში, მისი თერმული დაცვის სხვადასხვა ვარიანტების შემოწმების ჩათვლით. საგაზაფხულო სტარტი ნაწილობრივი წარმატებით წარიმართა, საფეხურები ერთმანეთს გამოეყო, მაგრამ ორივე განადგურდა, პირველი – დაშვებისას, მეორე კი ატმოსფეროს მკვრივ ფენებში შემოსვლის დროს. შემდეგი სამი, წარმატებული აღმოჩნდა, “სუპერ ჰევი” უსაფრთხოდ დაეშვა მექსიკის ყურეში, ხოლო მეხუთე ფრენისას ის უნიკალურმა “მეხაზილამ” (Mechazilla) დაიჭირა , “სტარბეისის” (Starbase) კოსმოდრომზე აგებულმა დამჭერმა მოწყობილობამ. “სტარშიპმა” კი გეგმიური ჩაშვება განახორციელა ინდოეთის ოკეანეში. წარმატებით დასრულდა უწყვეტი კომუნიკაციის გამოცდაც, რაც “სტარლინკის” (Starlink) თანამგზავრების გამოყენებით მიმდინარეობდა – პირდაპირი ეთერში ხდებოდა პლაზმის ზემოქმედების ხედვა “სტარშიპზე” და მის თბოდამცავებზე.
მეშვიდე საცდელი ფრენაც კვლავ სუბორბიტული იქნება, ლიცენზია აშშ-ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან (FAA), რომელიც კომერციულ ფრენებს არეგულირებს, უკვე მიღებულია – “სტარშიფის” 25 ფრენაზე 2025 წელს. დიდია ალბათობა იმისა, რომ “სფეისიქსის” მრავალჯერადი სატრანსპორტო სისტემის სრულფასოვანი ორბიტული ფრენები წელს განხორციელდეს (ილონ მასკი და ეკოლოგია…).
იყო “ფალკონ 9” და “ფალკონ ჰევის” ნახევრად და წარმატებული ფრენებიც, დაკავშირებული სხვადასხვა თანამგზავრებისა და ტვირთის კოსმოსში გატანასთან. მიუხედავად ამისა, სწორედ “სფეისიქსმა” გაიყვანა აშშ პირველ ადგილზე კოსმოსური გაშვებების რაოდენობაში, ფაქტიურად, სახელმწიფოებს ერთი კერძო კომპანია სჯობნის.
აგრძელებს რა ასტრონავტების გადაყვანეს ხომალდებით “ქრიუ დრაგონ” (Crew Dragon), საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (სკს), “სფეისიქსმა” ავტონომიური პილოტირებული ფრენა “პოლარის დავნი” (Polaris Dawn) განახორციელა, მილიარდერ ჯარედ აიზეკმანის შეკვეთით, მისიაში მისივე მონაწილეობით.
პირველი კომერციული ეკიპაჟის ფრენა ღია კოსმოსში გასვლის ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, აიზეკმანი, ნასას ადმინისტრატორად დანიშვნის კანდიდატად წარადგინა.
არანაკლებ საინტერესო განცხადება გააკეთა წინა წლის შემოდგომაზე ილონ მასკმა: 2026 და 2028 წლებში, “სფეისიქსი” რამდენიმე “სტარშიფის” გაგზავნას აპირებს მარსისკენ, პლანეტათაშორისი ფრენებისა და წითელ პლანეტაზე დაშვებების დასახვეწად. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, პირველი ადამიანი უკვე ამ ათწლეულის დასასრულამდე დააბიჯებს ფეხს მარსზე (ელონ მასკი: მზის სისტემის კოლონიზაცია გადაშენებისგან დაგვიცავს).
პილოტირებული კაფსულა “დრაგონი” (“სფეის იქსი”).
ეს წელი არც თუ ისე წარმატებული იყო”სფეისიქსის” მთავარი კონკურენტისთვის, “ბოინგისთვის”. პილოტირებული კოსმოსური ხომალდის, “სტარლაინერის” (Starliner) საცდელი ფრენა ფიასკოთი დასრულდა. პილოტირებული კოსმოსური ფრენების ისტორიაში პირველად, ორი ასტრონავტი-გამომცდლი (სუნიტა უილიამსი და ბარი ვილმორი) სკს-ზე ჩარჩნენ. “სტარლაინერი”, ეკიპაჟის გარეშე დაბრუნდა დედამიწაზე. NASA-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა არ გაერისკა ადამიანების სიცოცხლით, არასაიმედო ხომალდით არ წამოიყვანა და ისინი სადგურის მთავარ ეკიპაჟშს შეუერთა, სანამ “სფეისიქსის” პილოტორებული “დრაგონი” შემცირებული ეკიპაჟით მიუერთდება სკს-ს. ერთი კვირის ნაცვლად, სუნიტა, ნახევარი წელი დარჩება სკს-ზე და ამ მისიის ეკიპაჟის ხელმძღვანელიც იქნება, რაც მისთვის პირველად არ ხდება. პირველი ქალი-ხელმძღვანელი კი პეგი უიტსონი იყო, რომელსაც სუნიტა ამ წლის გაზაფხულზე შეხვდება, რადგან პეგი, კომერციული კოსმოსური ფრენის, “აქსოიმ მიშენ 4” (Axiom Mission 4)-ის მეთაურის რანგში (მეორედ) დაბრუნდება სკს-ზე.
“ბოინგის” სირთულეები, მხოლოდ სკს-სკენ ფრენებით არ შემოიფარგლებოდა. კორპორაცია პასუხისმგებელია ზემძიმე რაკეტაზე – “კოსმოსური გაშვების სისტემა” (Space Launch System (SLS)), რომელიც გამოყენებული იქნება პილოტირებული მთვარის პროგრამის, “არტემისის” (Artemis) განსახორციელებლად, დაწყების თარიღი კი სულ უფრო იწევს და იწევს. “არტემის 3”-ს ასტრონავტები უკვე 2026 წლისთვის უნდა დაესვა მთვარეზე. ნასას ადმინისტრაცია ძირითად მიზეზად ასახელებს “ლოკხიდ მარტინის” (Lockheed Martin) პილოტირებული ხომალდის, “ორიონის” (Orion) დახვეწასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ეს ამბავი შანსს აძლევს ჩინეთს, მისი მცდელობები გახდეს პრიორიტეტული, პილოტირებული მთვარის მისიების საქმეში, არ იყოს ნულოვანი. და ყველა ამ წარუმატებლობისა და სირთულის ფონზე, ინფორმაცია ვრცელდება “ბოინგის” კოსმოსური ბიზნესის, ჯეფ ბეზოსის “ბლუ ორიჯინ” (Blue Origin)-ისთვის მიყიდვის შესახებ (NASA-მ მთვარეზე დასაშვები მოდულებისთვის 3 კომპანია შეარჩია).
ამავდროულად, SpaceX-ის კიდევ ერთმა კონკურენტმა, “ბლუ ორიჯინ”, წინა წელს განაახლა პილოტირებული სუბორბიტული ფრენები მრავალჯერადი გამოყენების სარაკეტო სისტემის, “ნიუ შეპარდის” (New Shepard) გამოყენებით. 2024 წელს, ორი უპილოტო კვლევითი ფრენა განხორციელდა (2023 წლის დეკემბრის ჩათვლით), სამი – ეკიპაჟით.
ასევე, მათი “ნიუ გლენი” (New Glenn), ნაწილობრივ მრავალჯერად გამოყენებადი მძიმე კოსმოსური რაკეტა, მზად არის პირველი სტარტისა და პირველი საფეხურის რბილი დაშვებისთვის მცურავ პლატფორმაზე “ლენდინგ პლატფორმ ვესელ 1” (Landing Platform Vessel 1).