დედამიწის ჩასვლა “ორიონიდან”

 რვა მილიარდი ადამიანი მალე გაქრება მხედველობიდან. ეს ფოტო გადაღებულია 2022 წლის 21 ნოემბერს, მისია “არტემის-I”-ის კოსმოსური ხომალდის, “ორიონის” გარე კამერით, აფრენიდან მეექვსე დღეს. კაცობრიობის სახლი, ელვარე მთვარის უკან შედის. “ორიონი”, მთვარესთან მაქსიმალურად მისაახლოებლად ემზადება, მათ შორის მანძილი ამ წერტილში 130 კილომეტრი იქნება. მანევრის ჩატარების დროს მინიჭებული სიჩქარე, შორეულ რეტროგრადულ (დედამიწის გარშემო მთვარის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით) ორბიტაზე გასასვლელად იქნა გამოყენებული. ამ წაგრძლებული ორბიტის შორეულ წერტილამდე მანძილი 92 ათასი კილომეტრია. მოძრაობდა რა მთვარის გარშემო, 28 ნოემბერს, ხომალდი უკვე მაქსიმალურად დაშორდა დედამიწას – 400 ათას კილომეტრზე მეტად. ამით მოიხსნა რეკორდი, რომელიც მანამდე “აპოლო 13“-მა დაამყარა, რაც ავარიული მდგომარეობით იყო გამოწვეული. მისია “არტემის II”-ის ხომალდის გაშვება, რომელიც პილოტირებული უნდა იყოს, 2025 წლის სექტემბრამდე განხორციელდება.

 2022 წლის 16 ნოემბერს, ზემძიმე რაკეტა-მატარებელი SLS (Space Launch System – კოსმოსური სტარტების სისტემა), მისია “არტემისის” ჩარჩოებში, აფრინდა და კოსმოსური ხომალდი “ორიონი” მთვარისკენ გაამგზავრა, რითაც, ამავე დროს, ნასას შორეული კოსმოსის კვლევის ახალი სისტემის სრულფასოვანი გამოცდა დაიწყო. კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის გასაშვები მოედნიდან აფრენილი “ორიონის” ერთ-ერთი კამერის ობიექტივში, აქ წარმოდგენილი ხედი აღიბეჭდა. ჩანს ორბიტული მანევრების ძრავა და დამატებითი ძრავები, 7 მეტრიანი მზის პანელის იქეთ კი ჩვენი ცისფერი პლანეტაც, საიდანაც ამ კოსმოსურმა ხომალდმა აიღო სტარტი. მისია “არტემის I” თითქმის 4 კვირა გაგრძელდა, მოხდება მოწყობილობის გამოცდა, რომელიც კაცობრიობას მთვარისა და მარსის უკეთ კვლევაში დაეხმარება (კიდევ “არტემისის” შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.