გალაქტიკათა უმეტესობას რგოლები არა აქვს. NGC 1512-ში გალაქტიკის ბირთვის შემომფარგლავი შიდა ელვარე პატარა რგოლი დაიმზირება, რომელიც ახალგაზრდა ვარსკვლავებით არის სავსე. თუმცა, ცენტრის გარშემო მბრუნავი ვარსკვალავებისა და მათი თანმხლები გაზის მეტი ნაწილი გარე რგოლშია თავმოყრილი, რომელიც გაცილებით შორსაა ბირთვიდან, ამ ფოტოს კიდეებთან. ყურადღებით თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ შიდა რგოლი ერთმანეთთან აერთებს გაზისგან შემდგარი ხიდის (ე.წ. “ბარი”) ბოლოებს, რომელიც გალაქტიკის ცენტრზე გადის. სავარაუდოდ, რგოლების ფორმირება გამოიწვია ასიმეტრიულმა ევოლუციურმა პროცესებმა, რომლებიც ამ გალაქტიკაში მიმდინარეობდა. გალაქტიკის ასიმეტრიული გრავიტაციული ველი იწვევს შიდა რგოლიდან გაზისა და მტვრის ვარდნას ბირთვულ რგოლზე, რომელშიც ვარსკვლავების წარმოქმნის სიჩქარე იზრდება. ზოგიერთ სპირალურ გალაქტიკას აქვს მესამე, გარე რგოლიც, რომელიც კიდევ უფრო შორსაა ცენტრიდან (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).
სპირალური გალაქტიკა NGC 1512: შიდა რგოლები
Posted by