ანალემა, ეს არის რვიანის ფორმის მრუდი, რომელიც წლის განმავლობაში, ყოველ დღე, ერთი და იმავე დროს აღბეჭდილი მზის ადგილებზე შემოიხაზება. რაც შეეხება მთვარეს, ცაზე ის იმავე ადგილს 50 წუთისა და 29 წამის დაგვიანებით იკავებს, ამიტომ გადაიღეთ ის 50 წუთითა და 29 წამით გვიან. ანალემის მსგავსი მრუდი ერთი მთვარის თვის განმავლობაში გამოდის. მთვარის მდებარეობა ცაზე საშუალო მნიშვნელობისგან განსხვავებულია, რადგან მისი ორბიტა ელიფსურია და დახრილი ეკლიპტიკის მიმართ (მზისა და დედამიწის ცენტრების შემაერთებელი წარმოსახვითი სიბრტყე). მთვარის ანალემის შესქმნელად, ასტრონომმა გიორგი სოპონიაიმ, 26 მარტიდან 18 აპრილამდე მთვარის თვე ამოირჩია, როცა, ჩვეულებრივ, კარგი ამინდებია ხოლმე. ფოტოები გადაღებულია უნგრეთის ქალაქ მოდოროდთან. თხელი და მკრთალი ნამგალის გადაღება ახალმთვარეობასთან ახლოს, ვერ მოხერხდა. პეიზაჟი კი 27 აპრილს არის გადაღებული, ხედით სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ, ჩანს ბუდაპეშტის სინათლეებიც (კიდევ ანალემის შესხებ).
მთვარის ანალემა
Posted by