რატომ ბრუნავს ეს გალაქტიკა ასე სწრაფად? დავიწყოთ იქედან, რომ გალაქტიკა UGC 12591 (“ჰაბლი”/NASA/ESA)-ის ტიპის დადგენაც კი ძნელია: მას აქვს ბნელი მტვროვანი ჩანართები, როგორც სპირალურ გალაქტიკას, ხოლო დიდი დიფუზური ვარსკვლავური ბალჯი, როგორც ლინზისებრ გალაქტიკას. მოულოდნელობა იყო მისი სწრაფი ბრუნვის სიჩქარეც – 480 კმ/წმ, ირმის ნახტომზე თითქმის ორჯერ მეტი. ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი რეკორდულია. რომ არ დაიშალოს, მისი მასა რამდენიმეჯერ უნდა აჭარბებდეს ჩვენი გალაქტიკის მასას (ბნელი ძალები). UGC 12591-ის ჩამოყალიბების შესაძლო სცენარებშია ნელი ზრდა შემომფარგლავი მატერიის აკრეციით და სწრაფი ზრდა სხვა გალაქტიკასთან ან გალაქტიკებთან შეჯახებით. UGC 12591-მდე მანძილი 400 მილიონი სინათლის წელია, ანუ ეს სინათლე მაშინ გამოსხივდა, როცა დედამიწაზე პირველმა ხეებმა დაიწყო ზრდა (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები; ძალიან სწრაფად მბრუნავი სპირალური გალაქტიკები).
UGC 12591: ყველაზე სწრაფად მბუნავი გალაქტიკა
Posted by