როგორი ხმა აქვს მზის ქარს? სწრაფად მოძრავი ნაწილაკების ქარი ჩვენი მნათობიდან უბერავს. კოსმოსში ხმა არ ვრცელდება, თუმცა მონაცემები ნაწილაკებთან შეჯახებისა და მაგნიტური ველის ინტენსივობის ცვლაზე, რომელიც მზესთან ახლოს მოძრავმა ზონდმა “პარკერმა” მიიღო, ხმად იქნა გარდაქმნილი. თავიდან, ლენგმიულერის ტალღების ხმაა, მერე კი ქარიშხლის მსგავსი “ვისთლერები”, ბოლოს, ძნელად აღსაწერი დისპერსიული ზუზუნა ხმები. ვიდეოში ნაჩვენებია მზისგან დამცავი ეკრანის მხარე, რომელზეც დედამიწა, იუპიტერი, მერკური და ვენერაა აღბეჭდილი. ისინი მიმდევრობით შემოდიან კადრში, შეიმჩნევა მძლავრი კოსმოსური სხივებით გამოწვეული ანთებებიც. ამ ეტაპზე, მზის ქარის ბუნების განსხვავება მერკურისთან და დედამიწასთან ახლოს, კვლევის საგნად არის ქცეული (NASA-ს პატარა ზონდი -”პარკერი”, მზეზე მიმდინარე საოცარი მოვლენების მოწმეა).
“პარკერი” – მზის ქარის ხმა
Posted by