ეს უწყვეტი ექსპოზიცია 6 თვე გრძელდებოდა. აქ ერთ ფოტოზეა აღბეჭდილი დრო მზის დგომიდან, მზის დგომამდე (2018 წ. 21 დეკემბერი, 2019 წ. 16 ივნისი). ამ უჩვეულო ფოტოს სოლაროგრაფიას უწოდებენ, ის კოლოფის ფორმის კამერით მიიღეს, რომლის ერთ მხარეს ფოტო ქაღალდი იყო მიმაგრებული. იტალიის ერთ-ერთ ქალაქში უძრავად დამაგრებული კამერა, მზის ყოველდღიურ გზას არეგისტრირებდა. ფოტო ქაღალდზე ეს გზა ნათელი კვალის სახით წარმოგვიდგება. წყვეტები ნათელ ხაზებში მოღრუბლულობით არის გამოწვეული. ექსპოზიციის დასრულების მერე, ციფრული ანაბეჭდის მისაღებად, ფოტოს სკანირება მოხდა. დეკემბერში, როცა მზის ზამთრის დგომა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დგება, მზის გზა ძალიან დაბლა გადის. 21 ივნისის ზაფხულის მზის დგომის მოახლოებასთან ერთად, დღეები სულ უფრო გრძელი ხდება, ხოლო კვლები სულ უფრო მაღლა და მაღლა ადის (მზის დგომა, ბუნიაობა და სეზონების ცვლილება).
გრძელი დღეები
Posted by