ეს ვიდეო ფილმი გადაღებულია პლანეტა დედამიწაზე, ობსერვატორიიდან “გრანდე ფაინს” (Grande Pines), ჩრდილოეთ კაროლინა. ფოტოები სექტემბრის დასაწყისში გადაიღეს, ობიექტივით ”თევზის თვალი”. 24 საათის განმავლობაში კამერა ჯერ ცისკენ იყო მიმართული, მერე კი მიწისკენ. ყველა კადრი ისე იქნა შეთავსებული, რომ გამოსახულება გამოსულიყო ცენტრით ნადირში – კამერის დგომის ზუსტად საწინააღმდეგო წერტილისკენ. ღრუბლები მოძრაობენ, ჩრდილები მიცურავენ, დღეს ცვლის ღამე, ვარსკვლავები კი ჰორიზონტის გარშემო გადაადგილდებიან. ფილმის მეორე ნახევარში სამხრეთ პოლუსი იქნება ცენტრი – დედამიწის ბრუნვის ღერძის გადაკვეთა ცის სფეროსთან, რომელიც პატარა პლანეტის ჰორიზონტს ქვემოთ მდებარეობს. ახლა, ვარსკვლავები უძრავია, ჰორიზონტი კი ბრუნავს და დღე-ღამის მონაცვლეობასთან ერთდ ცის ნახევარს ფარავს (მზის დგომა, ბუნიაობა და სეზონების ცვლილება).
პატარა პლანეტა
Posted by