ფიზიკოსები, ინტელექტუალური თამაშებისადმი მიდრეკილი ხალხია. აი ასტროფიზიკოსები კი… უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მათ სხვადასხვა სამყაროებისა და განზომილებების შესახებ ჰიპოთეზების წამოყენებით ისახელეს თავი, რომელთაგან ერთ-ერთი – ”დახურულად” გამოცხადდა(Journal of Cosmology and Astroparticle Physics).
ძალიან დიდი ხნის წინ, ცხრა გალაქტიკური გროვისა და ცხრა ზეგროვის იქეთ, ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახება მოხდა. ასტრონომთა შორის ეს მოვლენა GW17081-ის სახელით არის ცნობილი. ნეიტორნულების შერწყმამ გააჩინა გრავიტაციული ტალღები, რომლებიც დედამიწაზე მდებარე დეტექტორმა დააფიქსირა(გრავიტაციული ტალღები ნეიტრონულ ვარსკვლავთა წყვილისგან).
ამ დეტექტორმა ადრეც მიიღო ეს ტალღები. 2017 წელს დაკვირვებათა ორგანიზატორებს ნობელის პრემიაც კი გადაეცათ. მაგრამ, ის ტალღები შავი ხვრელების შერწყმით წარმოიქმნა.
შავ ხვრელები თავიანთი მასიურობით არიან კარგი, რასაც მათი პირდაპირი დამზერის შეუძლებლობაზე ვერ ვიტყვით: ელექტრომაგნიტური გამოსხივება მათ მიერ გაჩენილი გრავიტაციული ორმოებიდან ვერ ამოდის.
GW17081 პირველი შემთხვევა იყო, რომელზე დაკვირვება ჯერ ისევ ჩანასახში მყოფ გრავიტაციულთან(LIGO) ერთად, ჩვეულებრივი, ტრადიციული ობსერვატორიებით ხდებოდა(”ფერმი” გრავიტაციული ტალღების წყაროს ეძებს).
შედეგად, ასტრონომებმა შერწყმული ობიექტების მასა დაადგინეს, რითაც წარმოქმნილი გრავ. ტალღების ამპლიტუდის დადგენა შეძლეს.
პარალელური სამყაროების არსებობის(სხვა განზომილებებში) ერთ-ერთი ჰიპოთეზა მოითხოვს, რომ საკმაოდ დიდ მანძილებზე გავრცელებული გრავიტაციული ტალღები, სხვა განზომილებებშიც უნდა აღწევდეს. შესაბამისად, ტალღების ამპლიტუდა უნდა შემცირდეს. ენერგიის შენახვის კანონი ხომ ისევ ძალაშია(მოკლედ – მატერია – ენერგია).
თუმცა გაირკვა, რომ ტალღების ამპლიტუდა ისეთია, როგორიც უნდ აიყოს. როგორც ჩანს, მათი ენერგია არც არსად გაპარულა. ასე რომ, ფიზიკოს თეორეტიკოსების ერთ-ერთი მოსაზრება – უარყოფილია(კიდევ პარალელური სამყაროების შესახებ; გრავიტონური კალიბრის ქვემეხი; გრავიტაციული ტალღები: სხვა განზომილებების გასაღები?).