კოსმოსური ტელესკოპის – ”ჯეიმს უები”, მზისგან დამცავი ხუთფენოვანი კონსტრუქცია, კალიფორნიის ქალაქ რედონდო ბიჩის კოსმოსურ პარკში, თავის რიგს ელოდება (nasa.gov). ჩოგბურთის სათამაშო მოედნის ზომის ამრეკლავის დანიშნულება, ინფრაწითელი სენსორების დაცვაა, რომლებითაც 13,5 მილიარდი წლის წინათ ჩამოყალიბებული ვარსკვლავებისა და გალაქტიკების გამოსახულებების მიღება უნდა ამოხდეს.
Northrop Grumman–ის მიერ კალიფორნიის რედონდო ბიჩზე აგებული კოსმოსური ტელესკოპის ამრეკლავი, მზის გამოსხივებისგან, ინფრაწითელი სენსორების დაცვას ემსახურება. მისი ხუთი მემბრანა, ალაბამას შტატის ქალაქ ჰანთსვილში მდებარე კორპორაცია NeXolve–მ შექმნა. თითოეული მათგანი ადამიანის თმის ბეწვზე უფრო თხელია(!) და კოსმოსური ობსერვატორიის ცხელ და ცივ კიდეებს შორის არსებული უზარმაზარი ტემპერატურული სხვაობის დახშობას ემსახურება. მზის ეკრანის თითოეული ფენა, კაპტონის სუქცესიური ფენებისაგან შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი ზედა ფენა, ქვედაზე გაცილებით ცივია.
“მზის ეკრანის მემბრანების დამზადება რამდენიმე კომპანიას შორის თანამშრომლობის კულმინაციური მომენტია” – აღნიშნავს ჯეიმს კუპერი, NASA–ს გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრის კოორდინატორი. – “შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, ეს უდიდესი მიღწევაა კოსმოსური ტელესკოპების კონსტრუირების საქმეში.”
Northrop Grumman, რომელმაც ტელესკოპის ოპტიკა და ტრანსპორტერი დაამზადა, ფრენის დროს ხელსაწყოს დამცავი საბოლოო ფენების დასამონტაჟებლად ემზადება. ამ დამცავ ფირში ტელესკოპს დაკეცვის შემდეგ შეფუთავენ.
“ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით 13,5 მილიარდი წლის წინანდელ სამყაროს დავინახავთ” – ამბობს ჯეიმს ფლინი, Northrop Grumman–ის კოსმოსური სისტემების მენეჯერი. – “დამცავი ფირის დასრულება ნიშნავს, რომ 2018 წლის სტარტისთვის მზად ვიქნებით.”
httpv://www.youtube.com/watch?v=PVAe9Ovca5Q
კოსმოსური ტელესკოპი, მზის ეკრანთან ერთად, ორიგამივით დაიკეცება და რაკეტა Ariane 5–ის ბორტზე მოთავსდება. ჯეიმს უების სახელობის ტელესკოპი ახალი თაობის კოსმოსური ტექნოლოგიის შედევრია. ის ორბიტაზე ”ჰაბლთან” ერთად იმუშავებს. მსოფლიოს უძლიერესი კოსმოსური ტელესკოპი, სამყაროს უშორეს ობიექტებს დააკვირდება და პირველი გალაქტიკებისა და ვარსკვლავების გამოსახულებებს მოგვაწვდის. ტელესკოპი სხვა ვარსკვლავების გარშემო მსრბოლავ პლანეტებსაც დააკვირდება. ის NASA–ს, ევროპის კოსმოსური სააგენტოს – ESA და კანადის კოსმოსური სააგენტოს – CSA, ერთობლივი პროექტია (www.jwst.nasa.gov; www.nasa.gov/webb)(კიდევ ტელესკოპის შესახებ).
ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.