ასტრონავტები პირველ გასაშლელ კოსმოსურ მოდულში შევიდნენ

  NASA–ს ასტრონავტი ჯეფ უილიამსი პირველია, ვინც გასაშლელ კოსმოსურ სამუშაო მოდულში შევიდა(www.space.com). 6 ივნისს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ასტრონავტებმა პირველად გახსნეს ლუქი და ბიგელოუს გასაშლელ სამუშაო მოდულში – BEAM (Bigelow Expandable Activity Module) შევიდნენ. ეს მოდული მომავალი გასაშლელი საერთაშორისო კოსმოსური სადგურებისა და ხომალდების პროტოტიპია.

bigelou 1 shevidnen

 უილიამსი BEAM–ში აღრიცხვას აწარმოებს. ასტრონავტები მოდულში მუდმივად არ იცხოვრებენ, თუმცა რეგულარულად შეამოწმებენ მის კლიმატურ და ტექნიკურ პარამეტრებს.

 ასტრონავტმა ჯეფ უილიამსმა და კოსმონავტმა ოლეგ სკრიპოჩკამ რამდენიმე საათით მოდულის ფართო მასშტაბებით ისიამოვნეს, რომელიც სიგრძეში 4, სოლო სიგანეში – 3.2 მეტრია და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მოცულობას 16 კუბური მეტრის მოცულობას მატებს. მასში ჯერჯერობით მხოლოდ სამუშაო და დამხმარე აღჭურვილობა განთავსდება, როგორიცაა, მაგალითად, ჰაერის მომწოდებელი და გამწმენდი საშუალებები; ამიტომ სადგურის 13 ბინადარი მას მხოლოდ დროდადრო მოინახულებს.

 BEAM–ის შიდა ზედაპირი თეთრი და შავი, ამრეკლავი მასალითაა დაფარული. როგორც ვილიამსი აცხადებს, მოდულში ცივა, მაგრამ კდლებზე არ შეიმჩნევა წყლის წვეთების კონდენსირების რაიმე კვალი, რაც მოდულის ჰიგიენური პირობების შესანარჩუნებლად ძალიან კარგ გარემოს უზრუნველყოფს.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&list=PL3ZQ5CpNulQmhcq3vKHvk5N_llATZ5j0g&v=dbImcLQukTo

 გასაშლელი მოდული BEAM საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 16 აპრილს დაამაგრეს, ხოლო სრულ ზომამდე ის 28 მაისს გაიშალა. ის ამ მდგომარეობაში ორი წლის განმავლობაში დარჩება, რაც უილიამსსა და სკრიპოჩკას საშუალებას მისცემს მრავალგვარი სენსორის დახმარებით მისი გარემოს პარამეტრების აღრიცხვები აწარმოონ. ყველა აუცილებელი მონაცემის შეგროვების შემდეგ BEAM საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მოსცილდება და დედამიწის ატმოსფეროში დაიწვება.

 გასაშლელი კოსმოსური მოდულის უპირატესობა მყარ ლითონურ კონსტრუქციებთან შედარებით ის არის, რომ ტრანსპორტირების დროს ის იკეცება და რაკეტაში ძალიან მცირე მოცულობას იკავებს; მაგალითად, BEAM–ის მოცულობა ტრანსპორტირებისას მხოლოდ 2X2 მეტრი იყო.

 “Bigelow Aerospace”-მა განაცხადა, რომ 2020 წელს ის კოსმოსში ძალიან დიდ გასაშლელ მოდულს B330 გაუშვებს, რომელიც დედამიწის ორბიტაზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურისაგან დამოუკიდებლად იმოძრავებს.

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.