რგოლებიანი სატურნი ყველაზე უფრო ცნობადი კოსმოსური ობიექტია. Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციის მიხედვით, ნიდერლანდელმა ასტრონომებმა(ლეიდენის ობსერვატორია), სატურნის კონკურენტი აღმოაჩინეს, რომლის რგოლების სისტემა 120 მილიონი კილომეტრის ზომისაა, სატურნისეულზე 200-ჯერ დიდი.
ეგზოპლანეტის სახელია J1407b, ხოლო ვარსკვლავისა, რომლის გარშემოც ის ბრუნავს – J1407. იუპიტერზე 10-40-ჯერ დიდი ზომის ეგზოპალენტა საკმაოდ უჩვეულო ობიექტია, ის შეიძლება ყავისფერი ჯუჯა აღმოჩმდეს, არშემდგარი ვარსკვლავი, რომელსაც მასა არ ეყო თერმობირთვული რეაქციის წამოსაწყებად.
ამ ეგზოპლანეტაზე დაკვირვება იგივე მეთოდით ხდებოდა, რომელსაც სახელგანთქმული ”კეპლერი” იყენებს. ”ვარსკვლავის დაბნელება რამდენიმე კვირა გრძელდებოდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში, ათეულობით წუთის ხანგრძლივობის მკვეთრი ცვლილებებიც ხდებოდა. მოგვიანებით, ელვარების ცვლილებებზე დაკვირვებით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, დეტალური მოდელი შევადგინეთ და გავარკვიეთ, რომ ეს მოვლენა რგოლების მიკროსტუქტურის არსებობობას ასახავდა, როემლიც J1407b-ს შემოფარგლავს” – ამბობს მეთიუ ქენუორთი(ლეიდენის ობსერვატორია)( როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს).
J1407b-ს რგოლებს შორისი შუალედები, პროტოპლანეტარული დისკოების მსგავსია, რომლებიც ახალგაზრდა, ფორმირების პროცესში მყოფი სხვა სისტემების გარშემო დაიმზირება. ერთ დროს ამ შუალედების შემავსებელი მატერია, თანამგზავრების სახით შეგროვდა, რომლებიც ახლაც J1407b-ს გარშემო ბრუნავს. მეცნიერთა გამოთვლებით, ამ თანამგზავრებიდან ყველაზე უფრო დიდის ზომა, მარსის ან დედამიწის ტოლი შეიძლება აღმოჩნდეს.
httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=mjTFaSRd7QU