ცხადია თუ სიზმარი? ეს ყველაფერი ოცნებით დაიწყო – ასტროფოტოგრაფის ოცნებით, გადაეღო ჩანჩქერი სელიალანდსფოსი, პოლარული ნათებით გაჟღენთილი სამხრეთ ისლანდიის ცის ფონზე. დამაიმედებელი კოსმოსური ამინდის პროგნოზის გაგების მერე, მეოცნებე ასტროფოტოგრაფი და მისი მეგობარი საქმეს შეუდგნენ. ფონისთვის, პოლარული ნათების მომწვანო ენებიანი ცის აღბეჭდვა, ამ საქმის ყველაზე იოლი ნაწილი იყო. ჩანჩქერის გადაღება გაცილებით რთული აღმოჩნდა, იმიტომ, რომ ფოტოაპარატის ობიექტივი გამუდმებით ინამებოდა. ასტროფოტოგრაფს არაერთხელ უხდებოდა სიბნელეში, მოლიპულ ქვებზე გავლა კამერასთან დასაბრუნებლად, რათა გადაღებული კადრის ხარისხი ენახა და ექსპოზიციის პარამეტრები შემდეგი მცდელობებისთვის შეეცვალა. მოგვიანებით, მან საუკეთესო კადრები ამოარჩია და ერთ გამოსახულებად გააერთიანა. პოლარული ნათების ფარდის მიღმა, ჩრდოლოეთ ნახევარსფეროს უამრავი ვარსკვლავი მოჩანს. მიღებული კომპოზიციის სახელი, შერქმეული თვითონ ასტროფოტოგრაფის მიერ, ამ სურათის ხარისიხდან და მის მისაღებად გაწეული შრომიდან გამომდინარეობს – ”ახდენილი ოცნება”(ქართველი ასტრომოყვარულები და ასტრონომები).
ახდენილი ოცნება
Posted by