ავსტრალიელმა ასტრონომებმა გალაქტიკის გარედან მოსული ხუთი უჩვეულო სიგნალი მიიღეს(Daily Mail). სანამ მეცნიერები მათ წარმოშობაზე ფიქრობენ, უფოლოგები აცხადებენ, რომ ეს სიგნალები უცხოპლანეტლების მიერ არის გამოგზავნილი. საუბარია 5 მილიწამიან ე.წ. მოკლე რადიოანთებებზე, რომლებიც პირველად რვა წლის წინათ იქნა რეგისტრირებული. მას მერე 11 ასეთი სიგნალი ერთეული რადიოანეთება იქნა აღმოჩენილი(მოკლე და გაუგებარი).
თავდაპირველად, მეცნიერები თვლიდნენ, რომ ეს სიგნალები, უზარმაზარი ენერგიის გამოყოფის თანმხლები მასშტაბური კატასტროფული პროცესების შედეგად უნდა სხივდებოდეს, მაგალითად, ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმით. ამ სიგნალების არარეგულარულობა და იშვიათობა ამ თეორიის მართებულობას ამტკიცებდა(სწრაფი რადიოანთებების წარმომავლობა).
ამჯერად რეგისტრირებული 4 ერთეული და ერთი ორმაგი რადიოანთებათა სერიები ამ თეორიას ასამარებს. ახლა მეცნიერებმა ამ მოვლენის ახლებური ახსნა უნდა მოუძებნონ.
”წარმოდგენა არა გვაქვს რა ხდება. ყველა ვარიანტში, რაღაც წარმოუდგენელთან უნდა გვქონდეს საქმე” – წერს Twitter-ზე აღმოჩენის ერთ-ერთი ავტორი ემილ პეტროფი.
ხუთივე რადიოანთება ერთმანეთის მიმდევრობით მოვიდა, 2,5 მილიწამიანი დაყოვნებით. ამან საფუძველი მისცა უფოლოგებს ევარაუდათ, რომ სიგნალები არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლებმა გამოაგზავნეს. მენციერები, თუმცა, ასეთი ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებას არ აპირებენ(იმედისმომცემი რადიოსიგნალები კოსმოსიდან; უცნაური რადიოსიგნალები არესიბოშიც დააფიქსირეს; WOW და სხვა სიგნალები…; სიგნალები ირმის ნახტომის გარედან; ანომალური მოვლენები).
და კვლევამ რა აჩვენა ?
ჯერ ვერაფერი…