ვარსკვლავი AC+79 3888, ჟირაფის თანავარსკვლავედში მდებარე(პოლარულ ვარსკვლავთან ახლოს) მთავარი მიმდევრობის М სპექტრული კლასის ვარსკვლავია. რაიმე ისტორიული სახელი არ გააჩნია, მხოლოდ კატალოგებისთვის დამახასათებელი ნომერი. ამჟამად, მზესა და AC+79 3888-ს შორის მანძილი 17,6 სინათლის წელს უტოლდება. მზეზე 120-ჯერ სუსტად მანათობელი ვარსკვლავის დანახვა, მხოლოდ ტელესკოპის საშუალებით არის შესაძლებელი, რადგან მისი ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე 10,8m-ს აღწევს.
ეს ვარსკვლავი იმით არის საინტერესო, რომ დაახლოებით 40 000 წლის მერე, კოსმოსური ზონდი ”ვოიაჯერ 1” მასთან 1,6 სინათლის წლის მანძილზე იმოძრავებს. მეცნიერთა აზრით, იმის გამო, რომ AC+79 3888 წითელი ჯუჯაა, მზის მეოთხედი მასით, ჰიპოთეტურ პალანეტებზე, რომლებიც მის გარშემო შეიძლება ბრუნავდეს, სიცოცხლე ვერ იარსებებს.
”ვოიაჯერ 1” ხსენებულ AC+79 3888-ს ნელა უახლოვდება, თვითონ ვარსკვლავი კი მზისკენ მოექანება. როცა ზონდი მინიმალურ დისტანციაზე იქნება, მზესა და ვარსკვლავს შორის მანძილი 1,059 პარსეკამდე(3,45 სინათლის წელი) შემცირდება. მიუხედავად ამისა, მისი ნათობა იმის ნახევარი იქნება, რაც შეუიარაღებელი თვალით დასანახავად(5m) არის საჭირო.
AC+79 3888, ასევე გლისე 445-ის სახელითაც არის ცნობილი და როგორც სხვა წითელი ჯუჯები, რენტგენის გამოსხივების წყაროა.